www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფილტრაციის ოპერატორი
მომწოდებელი: Global Beer Georgia
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / განცხადების ვადა: 26 ივლისი

"გლობალ ბიერ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ფილტრაციის ოპერატორის პოზიციაზე წილკანში.

Global Beer Georgia (GBG) ქართული ლუდის ბაზრის ინოვაციური და წამყვანი მოთამაშეა. კომპანია წარმართავს ოპერაციების სრულს პროცესს, რაც გულისხმობს: ლუდის წარმოებას, მარკეტინგს და გაყიდვებს. კომპანიების ბრენდებია: აისი, კაიაკი, ყაზბეგი, შავი ლომი, კრუშოვიცე, ამსტელი, ჰეინეკენი, და ლიმონათი "ყაზბეგი". GBG საერთაშორისო კომპანია "ჰეინეკენის" ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. კომპანიის მიზანია ადგილობრივი ლუდის ინდუსტრიის და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანა.კომპანიის განვითარება დამოკიდებულია ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმზე. ჩვენ ვაცნობიერებთ ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და გთავაზობთ, დასაქმდეთ მზარდ და განვითარებად კომპანიაში, შეიქმნათ სრულფასოვანი კარიერა და თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოს ლუდის და გაზიანი გამაგრილებელი სასმელების ინდუსტრიის განვითარებაში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფილტრაციის რეცეპტურის ცოდნა და ზედმიწევნით დაცვა;
** ფილტრაციის დროს ტექნოლოგიური პარამეტრების მუდმივი კონტროლი;
** დადგენილი ტექნოლოგიური სტანდარტებიდან გადახრების შესახებ ხელმძღვანელობის დაუყოვნებლივი ინფორმირება;
** ფილტრაციის პროცესის ამსახველი დადგენილი ფორმების შევსება;
** ფარფასებში გაფილტრული ლუდის ხარისხისა და რაოდენობის კონტროლი;
** დადგენილი სტანდარტების მიხედვით შიდა და გარე რეცხვების (CIP) ჩატარების უზრუნველყოფა;
** საფილტრაციო განყოფილებაში არსებული დანადგარების ექსპლუატაციის პირობების დაცვის და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წლისა;
** კარგი ფიზიკური მდგომარეობა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@globalbeergeorgia.com; ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შპს "გლობალ ბიერ ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |