www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონკურსი საკონსულტაციო სამუშაოს შესრულებაზე
მომწოდებელი: CENN
თანდართული ფაილი: 68865_cenn_4332644.zip
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / განცხადების ვადა: 26 ივლისი

განაცხადი საკონსულტაციო სამუშაოს შესრულებაზე.

რეგიონული ენერგეტიკული გეგმის შემუშავება კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამეგრელოში - ზემო სვანეთსა და აჭარაში.

სერვისის მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის მომსახურება:

დავალების ძირითადი მიზანია სოფლად ენერგეტიკული გადაწყვეტილებების გეგმების შემუშავება მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონებში. გეგმები უნდა შემუშავდეს CENN-თან და სხვა დაინტერესებული მხარეებთან თანამშრომლობით. გეგმების მიზანია CENN- სთვის, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის საკმარისი ინფორმაციის მიწოდება და რეკომენდაციების შემუშავება მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებების მისაღებად (ბიომასის ღირებულების ჯაჭვის განვითარება, განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტურობის ტექნოლოგიები).

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ იხილოთ სატენდერო განაცხადი.

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინოთ 2020 წლის 10 ივლისის ჩათვლით ასოციაცია CENN-ის ოფისში: ქ. თბილისი, ბეთლემის ქუჩა #27 ან გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vakho.kochoradze@cenn.org; rezo.getiashvili@cenn.org



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |