www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კვლევის დირექტორი
მომწოდებელი: ტრი მედია ინტელიჯენსი
გამოქვეყნდა: 7 ივლისი / განცხადების ვადა: 6 აგვისტო

"ტრი მედია ინტელიჯენსი" (ტი-ემ-აი) წარმოადგენს საქართველოს სატელევიზიო აუდიტორიის მზომ კომპანიას. "ტი-ემ-აი"-ს მიზანია საქართველოს მედია სივრცისთვის, თანამედროვე კვლევის მეთოდების გამოყენებით, ზუსტი და მრავალფეროვანი ინფორმაციის მიწოდება, რაც ხელს უწყობს სატელევიზიო სფეროს გაუმჯობესებას. "ტრი მედია ინტელიჯენსი" სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვებში მსოფლიო იდუსტრიის ლიდერ, "კანტარ მედიას" ოფიციალური ლიცენზიანტია საქართველოში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას კვლევის დირექტორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

კვლევის დირექტორი პასუხისმგებელია ყველა საკითხზე რომელიც ეხება "ტრი მედია ინტელიჯენსის" მიერ ან მისი დაკვეთით ჩატარებულ კვლევას. მათ შორის პასუხისმგებელია: "კანტარ მედიას" ცენტრალური ოფისის კვლევის სპეციალისტებთან ერთად კითხვარების შედგენაზე, შერჩევის მეთოდოლოგიაზე, კვლევების ანალიზსა და ანგარიშების წარდგენაზე. ასევე, კვლევის დირექტორის მოვალეობაა განუწყვეტლივ რეჟიმში ფეხი აუწყოს "კანტარ მედიას" მეთოდოლოგიის განვითარებას.

აუცილებელი მოთხოვნები:

** განათლება- მაგისტრის ხარისხი სოციოლოგიაში, სტატისტიკაში, მათემატიკაში ან დაკავშირებულ სფეროში.
** გამოცდილება: მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება კვლევების მეთოიდოლოგიების შემუშავებასა და წარმართვაში. ენების ცოდნა - ინგლისური (თავისუფლად), რუსული (საშუალოდ);
** სქესი - ნებისმიერი;
** პროგრამების ცოდნა: Microsoft Office და SPSS. უპირატესობად ჩაითვლება STATA და R-ის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

კარგი გადმოცემის და პრეზენტაციის უნარი, შრომისმოყვარე, პასუხისმგებლიანი და პროაქტიული.

CV ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.

** შერჩევის პირველი ეტაპი - CV-ის განხილვა.
** შერჩევის მეორე ეტაპი - გასაუბრება.
** შერჩევის მესამე ეტაპი- პრაქტიკული დავალების შესრულება.

აქცენტი კეთდება გრძელვადიან და სტაბილურ თანამშრომლებზე.
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@tmi.ge და საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიცია, რომელზეც გსურთ განიხილოს თქვენი СV.

დავუკავშირდებით მხოლოდ შორთ ლისტ კანდიდატებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |