www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: ლიდერ-ფუდი
გამოქვეყნდა: 7 ივლისი / განცხადების ვადა: 4 აგვისტო

კომპანია "ლიდერფუდი" 2009 წლიდან ოპერირებს და ხორც-პრუდუქტებით ამარაგებს საქართველოს მთელ ტერიტორიას. 2017 წლის შემოდგომიდან წარმოება განაგრძო ახალ საწარმოში, რომლის სრული ფართი შეადგენს 1 ჰექტარს და მდებარეობს მცხეთაში. საწარმოს მისი მასშტაბებიდან და წარმოების შესაძლებლობებიდან გამომდინარე საქართველოში ანალოგი არ ჰყავს.

ხორცპროდუქტების კომპანია "ლიდერფუდი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერის, ინვენტარიზაციის ჯგუფის თანამშრომლისა და მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

1. დაკავებული თანამდებობა: ბუღალტერი

დეპარტამენტი: ფინანსური დეპარტამენტი
უშუალო ხელმძღვანელი ფინანსური დირექტორი
სამუშაო ადგილი (ქალაქი, მისამართი): მცხეთა, სამხედროს ქ.73

ძირითადი მოვალეობა:

** დებიტორების და კრედიტორების ნაშთის კონტროლი;
** RS.GE-ზე მუშაობა; საგადასახადო ბარათის კონტროლი, საკასო აპარატის ფისკალური მაჩვენებლების კონტროლი და შედარება RS-ის და APEX-ის პროგრამასთან.
** ბუღალტრული ნაშთების შედარება, შედარების და მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება;
** ძირითადი საშუალებების ბარათების შექმნა, გადანაწილება პროგრამაში ობიექტების მიხედვით, ინვენტარიზაციის ჩატარება ძირითადი საშუალების ადგილმდებარეობის დასადგენად;
** სარემონტო ხარჯების აღრიცხვა, კონტროლი, ფორმა N2-ის მიხედვით ფილიალებისთვის მიკუთვნება. განსაზღვრა ფიქსირებული აქტივია თუ ხარჯი.
** საიჯარო ხარჯების აღრიცხვა კონტროლი
** ბუღალტრის მიერ პროგრამაში გატარებული პირველადი დოკუმენტაციის შემოწმება და მის მიერ შესრულებული სხვა სამუშაოს კონტროლი;
** მენეჯერების მიერ შესყიდული ზედნადებების ყოველდღიური კონტროლი APEX-ის პროგრამაში; მენეჯერების მიერ არასწორად გატარებული ზედნადებების შეცდომების აღმოფხვრა;
** მომწოდებლებისთვის ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა და დარიცხვა პროგრამაში;
** ვადაგასული პროდუქციის ჩამოსაწერად დოკუმენტის RS-ზე ატვირთვა;
** ყოველთვიურად მიღებული დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურების შედარება ზედნადებებთან და დადასტურება.
** გასული პერიოდის დოკუმენტების შეტანა მიმდინარე საქმის პარალელურად. 6 თვის გაუტარებელი დოკუმენტაციის პროგრამაში გატარება და ჩამორჩენის აღმოფხვრა; ბუღალტრული ანგარიშების მიმდინარე პერიოდთან შესაბამისობაში მოყვანა.
** ანგარიშვალდებული პირების ნაშთების კონტროლი. გაურკვეველი ნაშთების ისტორიის მოძიება/გასწორება;
** სხვა მოვალეობების შესრულება რაც შეიძლება უკავშირდებოდეს კომპანიის მთავარი ბუღალტრის ფუნქციებს;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** პროგრამა APEX-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია უცხო ენები: ინგლისური და/ან რუსული.

ვალდებულებები:

** შინაგანაწესის დაცვა;
** კონფიდენციალურობის დაცვა;
** სამსახურში დროულად გამოცხადება;
** სრულყოფილად შესრულება დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების;
** პრობლემის ხელმძღვანელთან დაფიქსირება;
** კომპანიის იმიჯის მოფრთხილება;

პიროვნული კომპენტეციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

2. ინვენტარიზაციის ჯგუფის თანამშრომელი

გრაფიკი: სრული
ადგილმდებარეობა: ქ.მცხეთა

ძირითადი მოთხოვნა/მოვალეობები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** პროგრამა APEX-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინვენტარიზაციის კეთება ყოველდღიურ რეჟიმში.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** ენერგიულობა;
** დარწმუნების უნარი:
** ზოგადი ჰიგიენის წესების დაცვა;

3. მოლარე-კონსულტანტი

გრაფიკი: სრული (ცვლებში)

ძირითადი მოვალეობები:

** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
** დარბაზის შესაბამის სექციაში პროდუქციის დახლებზე განთავსება, მერჩენდაზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
** პროდუქციის ხარისხის, ვადიანობის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
** მომხმარებლისთვის სექციაში განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** გაყიდვასთან დაკავშირებით ყველა სხვა მოვალეობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** ასაკი: 18 წლიდან;
** გუნდური მუშაობა;
** პუნქტუალურობა;
** პროდუქციის დროულად ათვისება;
** სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** ენერგიულობა;
** დარწმუნების უნარი:
** ზოგადი ჰიგიენის წესების დაცვა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე hr@lider-food.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. ტელ. 595892222

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 04 აგვისტო 2020 წელი.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |