www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვისის ტექნიკოსი
მომწოდებელი: ტექინჟინერინგ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 9 ივლისი / განცხადების ვადა: 8 აგვისტო

"ტექინჟინერინგ ჯგუფი" (http://www.teg.com.ge)აცხადებს ვაკანსიას სერვისის ტექნიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი - თბილისი;
ანაზღაურება - 1000 - 1400 ლარი (ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადა - 6 თვე);
სამუშაო განაკვეთი - სრული განაკვეთი, მორიგეობები;
მივლინებები - მივლინებები საქართველოს მასშტაბით;

ფუნქციები და მოვალეობები:

** პროდუქციის (ლიფტები, ესკალატორები, პლატფორმები) ტექნიკური მახასიათებლების დეტალური შესწავლა;
** ტექნიკის გეგმიური და ავარიული სერვისი, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და ყოველდღიური რეპორტინგი მენეჯერთან;
** დაზიანებული პროდუქციის (ლიფტები, ესკალატორები, პლატფორმები) დიაგნოსტიკა და შეკეთება, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** ტექნიკოსისთვის გამოყოფილი ხელსაწყოების, დანადგარების, კომპანიის კუთვნილი ქონების მოვლა - პატრონობის უზრუნველყოფა;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური/პრაქტიკული მექანიკური სამუშაოების და ელექტრობის ცოდნა;
** ელექტრული სქემების და მექანიკური ნახაზების გარჩევა;
** ავტომობილის მართვის მოწმობა და პრაქტიკული მართვის უნარი;
** ტექნიკური განათლება ჩაითვლება უპირატესად;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დადგენილ ვადებსა და სტრესულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სიახლეებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი;
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ СV მისამართზე: info@teg.com.ge (ელ. ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |