www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა
მომწოდებელი: ქებული კლიმატი
გამოქვეყნდა: 9 ივლისი / განცხადების ვადა: 8 აგვისტო

კომპანია "ქებული კლიმატი" გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ.

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას ქ. ბათუმში, ტექნიკური სერვისის განყოფილებაში.

პროგრამის ფარგლებში კანდიდატები შეისწავლიან:

** გათბობა-გაგრილება, ვენტილაციისა და წყალგაყვანილობის სისტემებთან მუშაობას.
** სამონტაჟო/სარემონტო სამუშაოების წარმოებას.
** სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:
** სასურველია პროფესიული ტექნიკური განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** მოტივაცია და სურვილი, რომ გახდეთ პროფესიონალი და წარმატებული;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სიახლეების იოლად ათვისების უნარი.

რას გთავაზობთ?

** გათბობა-გაგრილება, ვენტილაციისა და წყალგაყვანილობის სისტემებთან მუშაობის პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას;
** სტაჟირების პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გარანტირებულ სამუშაო ადგილს;
** კომპანიაში დაგროვებული გამოცდილების გაზიარებას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს.

დასაქმების შემთხვევაში საწყისი ხელფასი 1000 ლარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: vacancy@pragma.ge და წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სტაჟირება".

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |