www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ვეტერინარი, ვეტერინარი ექიმის თანაშემწე
მომწოდებელი: ჯეპს ქართული ფრინველი
გამოქვეყნდა: 9 ივლისი / განცხადების ვადა: 8 აგვისტო

საქართველოში თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი მეკვერცხული, მეხორცული, ფერადი, მეკვერცხულ-მეხორცული და მეკვერცხული მიმართულების ფრინველის სანაშენე-საჯიშე რეპროდუქტორ შპს "ჯეპს ქართული ფრინველი" (საბუდარა) წარმოების ზრდიდან გამომდინარე, აცხადებს შემდეგ ვაკანსიებს:

1. ვეტერინარი ექიმი

ხელფასი 1200 ლარი და ზემოთ, კვალიფიკაციის მიხედვით.

ძირითადი მოვალეობები:

** ფრინველის ჯანმრთელობის კონტროლი (დაკვირვება, მონიტორინგი, დიაგნოსტიკა) და საჭიროების შემთხვევაში სამკურნალო ღონისძიებების გატარება;
** გეგმის მიხედვით გაწერილი ვაქცინაციების, პროფილაქტიკური და სამკურნალო დანიშნულების ღონისძიებების შესრულება;
** დეზინფექციის სამუშაოების შესრულება დადგენილი წესის მიხედვით;
** მომუშავე პერსონალის მხრიდან სანიტარული მოთხოვნების შესრულების კონტროლი;
** ფრინველის ჯანმრთელობისათვის საჭირო და შესაბამისი გარემოს კონტროლი;
** კლიენტებთან საჭირო კონსულტაციების ჩატარება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ვეტერინალური განათლება
** საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული) სასურველია
** მართვის მოწმობა: B (სასურველია)

2. ვეტერინარი ექიმის თანაშემწე

ხელფასი 700 ლარი და ზემოთ კვალიფიკაციის მიხედვით

ძირითადი მოვალეობები:

** სასურველია მინიმალური გამოცდილება შესაბამის საქმიანობაში;
** ექიმი ვეტერინარის ასისტირება ყველა საჭირო პროცედურაში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ვეტერინალური განათლება
** მართვის მოწმობა: B (სასურველია)

ასევე იმუშავებენ უცხოელი კოლეგების მეთვალყურეობის ქვეშ. წარჩინებულები გაივლიან პრაქტიკულ სწავლებებს საზღვარგარეთ:

** ინკუბატორში
** ფრინველის გაზრდა-მოვლაში
** სადედეებთან მუშაობაში

ადგილმდებარეობა: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, ყოფილი ზოოვეტ ინსტიტუტის მოპირდაპირე მხარე

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით ელ.ფოსტაზე gepskartuliprinveli2017@gmail.com და სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |