www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საინჟინრო პროგრამის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ელთიბი
გამოქვეყნდა: 9 ივლისი / განცხადების ვადა: 9 აგვისტო

კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას საინჟინრო პროგრამის ადმინისტრატორის პოზიციაზე საწარმოში.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** წარმოებული პროდუქციის ტექნოლოგიური პროცედურების დახვეწა/გაუმჯობესებაზე ზრუნვა
** სამუშაო თანმიმდევრობის გაწერა და ნახაზების შექმნა
** კომპანიის საჭიროების შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის განსაზღვრა ადმინისტრირება
** საინჟინრო პროგრამაში შესაბამისი ლოგოტიპების ინტეგრირება
** სამუშაო პროცესიდან გამომდინარე ტექნიკური ნახაზების მომზადება
** საინჟინრო პროგრამაში ბიბლიოთეკების შექმნა
** პროგრამაში შესაბამისი ინფორმაციის ატვირთვის უზრუნველყოფა
** პროგრამის გამართულად მუშაობის მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება
** რუსული ან/და ინგლისური ენის ცოდნა
** კომპიუტერული უნარი - MS office; Windows
** გრაფიკული პროგრამები

უნარები:

** ხარისხზე ორიენტირება
** კრეატიულობა
** მოწესრიგებულობა.

სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 09:15-18:15

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საინჟინრო პროგრამის ადმინისტრატორი".

კონკურსის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა
** გასაუბრება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |