www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დირექტორის თანაშემწე
მომწოდებელი: წყალი მარგებელი
გამოქვეყნდა: 9 ივლისი / განცხადების ვადა: 8 აგვისტო

სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.
დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სს "წყალი მარგებელი" აცხადებს ვაკანსიას, დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებაორება: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი
დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:

** დირექტორის შეხვედრების/ვიზიტების, როგორც შიდა ისე გარე, დაგეგმვა, მართვა, დოკუმენტირება, უკუკავშირი და რეპორტინგი, შეხვედრებისთვის მასალების, დოკუმენტაციის მომზადება და შეხვედრის სრული ტექნიკური მხარდაჭერა;
** შეხვედრებზე განხილული საკითხების ამსახველი ოქმების წარმოება;
** დირექტორის განსაკუთრებული სტუმრების მიღება და მასპინძლობის პროცესის მხარდაჭერა;
** დავალების შესაბამისად, დოკუმენტ(ებ)ის თარგმნა;
** სხვადასხვა სახის მონაცემთა ბაზების წარმოება და განახლება;
** მიღებულ კორესპონდენციაზე, დირექტორის მითითების შემთხვევაში, პასუხის მომზადებისთვის ინფორმაციის მოპოვება;
** კომპანიის ოფიციალური ელ.ფოსტის ადმინისტრირება - წერილების გადამისამართება და პასუხი;
** დირექტორის სამივლინებო პროცესის (ან დირექტორის მითითებით სხვა თანამშრომლის) მხარდაჭერა, ორგანიზება - ავიაბილეთების, სასტუმროს დაჯავშნის უზრუნველყოფა დადგენილი წესის შესაბამისად;
** სხვადასხვა ტიპის ანგარიშების მომზადება საჭიროების შემთხვევაში;
** კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კომუნიკაცია და მათი კოორდინაცია, დირექტორის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად;
** დირექტორატის ოფისის (მისაღები ოთახი, სამუშაო ოთახები) წესრიგის უზრუნველყოფა - ვიზიტორების კონტროლი, დასუფთავება, ტექნიკური და IT გამართულობა;
** დირექტორის სხვა დავალებების შესრულება, მისი საქმიანობის ასისტირება კომპეტენციის ფარგლებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** დოკუმენტებთან მუშაობისა და საქმიანი მიმოწერის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (C1 დონე)
** MS Office

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** კარგი ორგანიზაციული უნარ-ჩვევები;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
** ინიციატივიანი და ენერგიული;
** წინსვლაზე ორიენტირებული.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 8 აგვისტო, 2020წ.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: vacancy@healthywater.ge

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |