www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური ზედამხედველი, ტექნიკური განყოფილების ინჟინერი
მომწოდებელი: Association ATU
გამოქვეყნდა: 9 ივლისი / განცხადების ვადა: 9 აგვისტო

ა.(ა)ი.პ. "ასოციაცია ატუ" აცხადებს ვაკანსიას
შემდეგ თანამდებობაზე:

საწარმოო ტექნიკური განყოფილება

1. ტექნიკური ზედამხედველი - 1 სპეციალისტი

** უმაღლესი საინჟინრო განათლება ინჟინერ მშენებლის სპეციალობით
** სამშენელო სამუშაოებზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 10 წლისა (აქედან 5 წელი ტექნიკური ზედამხედველის თანამდებობაზე)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების WORD, EXCEL ცოდნა

მოვალეობა:

** საპროექტო დოკუმენტაციის შემოწმება - შესწავლა
** მშენებარე ობიექტებზე შესრულებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობა და ხარისხის კონტროლი
** მშენებარე ობიექტებზე შესრულებული სამუშოების მოცულობების შემოწმება, შესრულებული სამუშოების ყოველთვიური მიღება ჩაბარების აქტის ფN2-ის შემოწმება - დადასტურება
** მშენებარე ობიექტებზე გამოყენებული სამშენებლო მასალების და კონსტრუქციების ხარისხის კონტროლი
** ფარული სამუშაოების აქტების შედგენის კონტროლი და მონაწილეობის მიღება, მშენებლობაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული მშენებლობის ეტაპების დასრულების ოქმების შედგენაზე კონტროლი და მონაწილეობის მიღება
** ხელფასი კვალიფიკაციიდან გამომდინარე (მიღება გამოსაცდელი ვადა-3 თვე)

2. საწარმოო - ტექნიკური განყოფილების ინჟინერი - 2 სპეციალისტი

** უმაღლესი საინჟინრო განათლება ინჟინერ მშენებლის სპეციალობით
** სამშენელო სამუშაოებზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 10 წლისა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების WORD, EXCEL ცოდნა

მოვალეობა:

** საპროექტო დოკუმენტაციის მიღება, შემოწმება, შესწავლა
** საპროექტო დოკუმენტაციიდან შესაძენი მასალების სპეციფიკაციების შედგენა, დაკვეთების განხორციელება და შეძენაზე კონტროლი
** საშემსრულებლო დოკუმენტაციის (ფარული სამუშაოების აქტები, დაკვალვის ოქმი, ქვაბულის დამუშავების ოქმი და ა.შ.) შედგენა კონტროლი და მონაწილეობის მიღება
** შესრულებული სამუშაოების მიღების აქტის ფN2-ის შემოწმება, მასალების ჩამოწერის რეესტრის შემოწმება ნორმების მიხედვით
** მშენებლობის მიმდინარეობის კალენდარული გრაფიკების შედგენა და შესრულების კონტროლი
** სამუშაოთა წარმოების, მასალათა მიღების, ბეტონის სამუშაოების ჟურნალების წარმოების კონტროლი

ხელფასი კვალიფიკაციიდან გამომდინარე (მიღება გამოსაცდელი ვადა 3 თვე)

გთოვთ, გამოგზავნოთ CV: info@atu.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |