www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დიჯითალ მარკეტერის/სოც.მედია მენეჯერი
მომწოდებელი: უნისონი
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 13 აგვისტო

სადაზღვევო კომპანია "უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით "უნისონმა" სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.

"უნისონი" პოზიციონირებულია, როგორც დამოუკიდებელი, წმინდა მზღვეველი, რომელიც არ არის აფილირებული სხვადასხვა არასადაზღვევო ბიზნესებთან - ბანკებთან, სამედიცინო და ფარმაცევტულ კომპანიებთან - და თანამშრომლობს დასავლეთის ქვეყნებისა და ლონდონის "A" კატეგორიის საერთაშორისო გადამზღვევ უმსხვილეს კომპანიებთან.

"უნისონი" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო მომსახურების ფართო სპექტრს როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირებისათვის.

ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე, დაიცვას ბიზნესი ზედმეტი რისკებისგან, ხელი შეუწყოს თითოეული კლიენტის კეთილდღეობას. ამ მისიას "უნისონი" წარმატებით ახორციელებს პროფესიონების გუნდის დახმარებით, რომელთაც სადაზღვევო სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ და კარგად იციან თუ როგორ მართონ შესაძლო რისკები.

ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები ქმნიან და ვეძებთ გუნდის ახალ წევრს დიჯითალ მარკეტერის/სოც.მედია მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სოციალური მედიის სტრატეგიის შექმნა და განხორციელება;
** ბრენდის სტრატეგიის შესაბამისად სოციალური მედია არხების მართვა - კონტენტის შექმნა/განთავსება, კალენდრის წარმოება, ანალიტიკა;
** სოციალური მედია არხებისთვის რეკლამის შექმნა და განთავსება;
** აპლიკაციის და ვებგვერდის მართვა, ინფორმაციის მუდმივი განახლება და მონიტორინგი;
** ციფრულ სარეკლამო სააგენტოსთან/სპეციალისტებთან ერთად SEO რეკლამების შექმნა და განთავსება, მონიტორინგი;
** Google-ის საძიებო სისტემაში ranking-ის მუდმივად გაუმჯობესებაზე ზრუნვა და მონიტორინგი, onsite და offsite SEO ოპტიმიზაცია ციფრული სააგენტოსთან/სპეციალისტებთან თანამშრომლობით;
** Landing Page-ების მართვა ბრენდ მენეჯერთან ერთად; Lead-ების გენერაცია;
** კოპირაითინგი;
** სოციალურ ქსელებში/ვებ-ზე განთავსებული ინფორმაციის, ფოტო და ვიდეო მასალის შინაარსობრივი და ვიზუალური ნაწილის გამართვა ბრენდის სტრატეგიის შესაბამისად;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, სადაზღვევო ან საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** MS Office პროგრამების ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ პროფესიული რეზიუმე (CV) იმეილზე: join@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და წარმატებას გისურვებთ

გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |