www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სითიქომი
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / განცხადების ვადა: 14 აგვისტო

კომპანია "სითიქომი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე თბილისში.

"სითიქომი" სწრაფად მზარდი ქართული კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2016 წლიდან გამოჩნდა. კომპანია შექმნილია ტექნოლოგიისა და მომსახურების სფეროში მაღალი გამოცდილების მქონე გუნდის მიერ. "სითიქომი"-ს სისტემას ამხანაგობის მართვა ახალ, თანამედროვე და გამჭირვალე ეტაპზე გადაყავს. მისი მეშვეობით კორპუსის მაცხოვრებლები მუდმივად აკონტროლებენ როგორც საერთო ბალანსს, ისე მისი ხარჯვის მიზნობრიობას.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: (http://www.citycom.ge)

ჩვენ გთავაზობთ:

მოქნილ სამუშო გრაფიკს, მეგობრულ და პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულ გუნდის წევრებს, პროფესიულ ზრდას.

ძირითადი მოვალეობები:

** ამხანაგობის თავმჯდომარებისთვის ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, როგორც ოფიციალური მეილის, ასევე სატელეფონო გასაუბრებისას;
** ამხანაგობის თავმჯდომარეს მიერ დაფიქსირებული ხარვეზის მოგვარება, საჭიროების შემთხვევაში პასუხისმგებელ პირთან გადამისამართება, ხარვეზის აღმოფხვრის მონიტორინგი;
** ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ მოთხოვნილი თანხების რეპორტის მომზადება და პასუხისმგებელი პირისთვის მიწოდება;
** ამხანაგობის თავმჯდომარის მოთხოვნის მიხედვით, მაცხოვრებლებისთვის ყოველთვიური ტარიფის ცვლილება;
** ამხანაგობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის იურისტისთვის მიწოდება და ხელმოწერილი დოკუმენტების ფაილინგი;
** საჭიროების შემთხვევაში ამხანაგობის თავმჯდომარეებთან შეხვედრების წარმართვა;
** ამხანაგობასთან დაკავშირებული რეპორტების მომზადება.

ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრებს, რომლებსაც:

** აქვთ ცხელ ხაზთან მუშაობის მინიმუმ სამ თვიანი გამოცდილება;
** აქვთ ოფიციალური მიმოწერის გამოცდილება;
** შეუძლიათ ქართულ ენაზე გამართული კომუნიკაცია, ფლობენ რუსულ ან/და ინგლისურ ენას საკომუნიკაციო დონეზე;
** აქვთ საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რეპორტინგის გამოცდილება.

თუ თქვენ ხართ:

ენერგიული, კომუნიკაბელური, მიზანდასახული, ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული, გაქვთ კომუნიკაციისა და პრეზენტაციის, მოლაპარაკების წარმოების და დარწმუნების უნარი, შეგიძლიათ როგორც დამოუკიდებლად ასევე გუნდურად მუშაობა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@citycom.ge და სათაურის ველში "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ - პოზიციის დასახელება.

დაკავშრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის CV გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ - 032 2 23 24 25



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |