www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი
მომწოდებელი: ოზორიქსი
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / განცხადების ვადა: 10 აგვისტო

კომპანია "ოზორიქსი" (http://www.ozorix.com) აცხადებს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერის ვაკანსიას.

ადგილმდებარეობა: თბილისი

ერთად ვიმუშავებთ საკმაოდ საინტერესო პროექტებზე, რა დროსაც შესაბამისი ფინანსურ ანაზღაურებასთან ერთად აუცილებლად მიიღებთ უდიდეს პროფესიულ გამოცდილებას. ჩვენ ვეძებთ ტესტერებს ხანგრძლივი და სტაბილური თანამშრომლობის პერსპექტივით. თუ თქვენ გინდათ წინსვლა და განვითარება, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვისაა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ტექნიკური უნარების გაუმჯობესების შესაძლებლობას
** დესკტოპ/ვებ/მობილურ აპლიკაციებთან ურთიერთობას
** საერთაშორისო გუნდში (დანია, უკრაინა, საქართველო) მუშაობის შესაძლებლობას
** კომფორტულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტუნარიან სახელფასო განაკვეთს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ყვავილებს ოფისში და ხილს მაცივარში

თქვენგან ვითხოვთ:

** ვებ/დესკტოპ აპლიკაციების მანუალური ტესტირების 1 წლიანი გამოცდილება
** ტესტ ქეისების შექმნის გამოცდილება
** ტესტირებისათვის შემუშავებული მოთხოვნების ანალიზის უნარი
** ტესტირებისათვის საჭირო დიზაინის და დაგეგმარების შემუშავების უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა
** ტესტირების მეთოდოლოგიების თეორიული ცოდნა/გამოყენება

შერჩეული კანდიდატი იმუშავებს კომპანიის ოფისში 10:00-დან 19:00 საათამდე შუალედში 1 საათიანი შესვენებით.

დაინტერესებულმა პირებმა, რომლებიც შეესაბამებიან ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2020 წლის 10 აგვისტომდე შემდეგ მისამართზე: info@ozorix.com. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ "Tester". ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს და დანიშნავს გასაუბრებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |