www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დამწყები იურისტი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / განცხადების ვადა: 14 აგვისტო

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას დამწყები იურისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: ყვარლის რაიონი, სოფ.გურჯაანი
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი
** სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის/მათ შორის საპროცესო და შრომის კანონმდებლობის ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასურველია;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

მოვალეობები:

** ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება;
** ადმინისტრაციული საქმის წარმოება;
** თანამშრომლებთან ხელშეკრულებების გაფორმება, შენახვა/განახლება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა რელევანტური დავალებების შესრულება;

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებული; პუნქტუალური
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2020 წლის 14 აგვისტო.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "დამწყები იურისტი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |