www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინტერვიუერი
მომწოდებელი: რეფორმერის აკადემია
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / განცხადების ვადა: 15 აგვისტო

რეფორმერის აკადემია აცხადებს ვაკანსიას ინტერვიუერის პოზიციაზე.

რეფორმერის აკადემია კვლევითი პროექტების ფარგლებში ახორციელებს სპეციალისტების შერჩევას ინტერვიუერის პოზიციაზე შემდეგ ქალაქებში:

** თბილისი
** ქუთაისი
** ბათუმი
** რუსთავი
** გორი
** ზუგდიდი
** ფოთი
** თელავი
** ოზურგეთი

მივესალმებით ყველა დაინტერესებულ, შრომისმოყვარე და აქტიურ ადამიანს.

მიღების პირობები:

** აპლიკანტი უნდა ეთანხმებოდეს კვლევების წარმოების ეთიკის კოდექსს (ბმული), აგრეთვე პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს კანონს (ბმული).
** გაიაროს ტრენინგი კვლევის მენეჯერთან და გაიაროს ტესტირება, რომლის საფუძველზეც შეფასდება, აკმაყოფილებს თუ არა კანდიდატი საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაითავისა თუ არა ტრენინგის შინაარსი.
** ფლობდეს სმარტფონს და შეეძლოს სმარტფონსა და პლანშეტურ კომპიუტერზე აპლიკაციებთან მუშაობა.
** სრულყოფილად ფლობდეს ქართულ ენას.
** ინგლისური, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური ენის ცოდნა შესაძლოა ჩაითვალოს უპირატესობად.

მუშაობის პირობები:

კონკრეტულ პროექტში მონაწილეობის მისაღებად, სავალდებულოა აპლიკანტი გაიაროს სპეციალიზირებული ტრენინგი, რომელზეც გაეცნობა კითხვარს და სამუშაო სპეციფიკას (შერჩევა, რესპონდენტის კვალიფიკაცია და ა.შ.).

ინტერვიუერების მიერ შესრულებული სამუშაო კონტროლდება სპეციალური ჯგუფის მიერ, სამუშაოს შესრულების პროცესშივე და/ან სამუშაოდ დასრულების შემდეგ, სხვადასხვა მექანიზმებით.

** რესპონდენტთან სამუშაო პროცესში ინტერვიუერი ვალდებულია, იცავდეს ქცევის ზოგად პრინციპებს და გარეგნულ მხარეს (ჩვეულებრივი სტილის ტანსაცმელი და ვარცხნილობა, რესპონდენტთა სათანადო დისტანციის დაჭერა, კეთილგანწყობილი კომუნიკაცია, საუბრის მშვიდი მანერა და ა.შ.).
** ანაზღაურდება მხოლოდ კეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაო, რაც უნდა დასტურდებოდეს კვლევის მენეჯერის მიერ შესაბამისად განხორციელებული კონტროლის შედეგებით.
** სამუშაოს შესრულებისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ ინტერვიუერს ეცნობება დასაბუთებული პასუხი.

კითხვარის/მონაცემების გაყალბების ფაქტის დადასტურებისას, რაზეც ინტერვიუერს ეცნობება შესაბამისი ფაქტობრივი მასალისა და არგუმენტების წარდგენით, იგი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე თავისუფლდება დაკავებული პოზიციიდან.

ანაზღაურება:

ანაზღაურება განისაზღვრება დამოუკიდებლად ყოველი ცალკეული პროექტისთვის და შესაძლოა შეადგენდეს 1.5₾ - 7₾ თითოეული შევსებული კითხვარისთვის, რომლის ავთენტურობა და სისწორე დადასტურებული იქნება კონტროლის ჯგუფისა და კვლევის მენეჯერის მიერ.

ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია:

** რესპონდენტის კვალიფიკაციაზე (რამდენად რთულად მოსაძიებელია იგი);
** შერჩევის სირთულეზე;
** ბიჯზე (ყოველი მერამდენე რესპონდენტის გამოკითხვაა დასაშვები);
** კითხვარის ხანგრძლივობაზე (რამდენი წუთი სჭირდება საშუალოდ კითხვარის შევსებას);

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე contact@reformer.ge გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (ავტობიოგრაფია). წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ "ინტერვიუერი" და იმ ქალაქის დასახელება, რომელშიც გსურთ დასაქმება.

შერჩეულ ინტერვიუერთა ტრენინგები ჩატარდება პირისპირ, მითითებულ ქალაქებში, აგრეთვე ონლაინ, საკომუნიკაციო პლატფორმების გამოყენებით.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას.

ორგანიზაციის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://www.reformer.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |