www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Java დეველოპერი
მომწოდებელი: Brokers.IO
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / განცხადების ვადა: 15 აგვისტო

ციფრული აქტივების მართვისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების კომპანია BROKERS.IO აცხადებს ვაკანსიას Java დეველოპერის პოზიციაზე.

სახელფასო დიაპაზონი: 3500-6000 ლარი
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 10:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:

** ახალი პროგრამული უზრუნველყოფის მოდულებისა და სისტემების პროექტირება, რეალიზაცია, დანერგვა და მხარდაჭერა;
** შესრულებული სამუშაოების აღწერა და დოკუმენტირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი. სასურველია, კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით;
** პროგრამირების 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, მინიმუმ 2 წელი Java-ს მიმართულებით;
** რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია Frond-end ტექნოლოგიების ცოდნა.

უნარები და პიროვნული თვისებები:

** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დროის ეფექტურად მართვა-სამუშაოს შესრულების ვადების დაცვა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@brokers.io და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "Java დეველოპერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |