www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამართლის სამაგისტრო პროგრამა 75% და 100% სტიპენდიებით
მომწოდებელი: ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლა
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / განცხადების ვადა: 15 აგვისტო

"ამერიკული სამართლის სკოლა" (SAL) აცხადებს იურისტებისა და ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტების მიღებას სასერთიფიკატო პროგრამაზე საქართველოში და სამაგისტრო პროგრამაზე ჩიკაგოში, გარანტირებული 75%-100%-იანი სტიპენდიებით, და COVID-19-ის საპასუხოდ დადგენილი დამატებითი ფინანსური შეღავათებით.

"ამერიკული სამართლის სკოლა" (SAL) აგრძელებს იურისტებისა და ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტების მიღებას SAL-ის სასერთიფიკატო პროგრამაზე საქართველოში, რის შემდგომაც კურსდამთავრებული, ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლასთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, სწავლას აგრძელებს სამართლის მაგისტრატურაზე ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში ჩიკაგოში, ილინოისის შტატში, აშშ-ში გარანტირებული 75%, ხოლო საბოლოო GPA 3.8-ის შემთხვევაში 100% სასწავლო სტიპენდიით, და სამართლის მაგისტრის ხარისხს მოიპოვებს ერთი სემესტრის განმავლობაში.

COVID-19-ის საპასუხოდ, მხოლოდ 2020 წლის შემოდგომის მიღებისათვის ერთჯერადი ღონისძიების სახით, ამერიკული სამართლის სკოლაში ჩარიცხული პირველი 15 სტუდენტისთვის დადგენილია შემდეგი დამატებითი ფინანსური შეღავათები:

** ამერიკული სამართლის სკოლაში სწავლისთვის 2000 ლარის ოდენობით;
** ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში ერთსემესტრიანი სამაგისტრო სწავლებისთვის დამატებითი 2000 აშშ დოლარის ოდენობით, რის შედეგადაც ამერიკული სამართლის სკოლის კურსდამთავრებულთათვის 2021 წლის ზაფხულის სემესტრში ერთსემესტრიანი სამაგისტრო სწავლების საფასური, ნაცვლად 10 000 აშშ დოლარისა, იქნება 8000 აშშ დოლარი;

2021 აკადემიური წლისთვის დაწესებულია სრული (100%-ნი) სასწავლო სტიპენდია ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში მაგისტრატურაზე სწავლისთვის იმ საუკეთესო სტუდენტისათვის, რომლის GPA ამერიკული სამართლის სკოლის დასრულების შემდგომ იქნება 3.8 ან მეტი.

პროგრამაზე განაცხადის შემოტანა შეუძლიათ:

** კანდიდატებს, რომლებიც ფლობენ ბაკალავრის და/ან მაგისტრის ხარისხს სამართალში;
** სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის მე-7 და მე-8 სემესტრის სტუდენტებს;
** კანდიდატებს, რომლებიც ფლობენ ბაკალავრის ხარისხს სხვადასხვა სპეციალობებში და ამავდროულად, არიან სამართლის მაგისტრები და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი წევრები;
** კანდიდატებს, რომლებიც ფლობენ ბაკალავრის ხარისხს ბიზნეს ადმინისტრირებაში, გააჩნიათ საშუალო ან მაღალი რგოლის მენეჯერად მუშაობის სამ წელზე მეტი გამოცდილება და ბიზნეს სამართალში მაგისტრის ხარისხის მოპოვება წარმოადგენს მათთვის შემდგომი პროფესიული წინსვლის შესაძლებლობას.

პროგრამაზე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 15 აგვისტო. აპლიკანტებმა ელექტრონული ფორმით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

** ავტობიოგრაფია (CV) ინგლისურ ენაზე;
** სარეკომენდაციო წერილი, რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით;
** დიპლომის ელექტრონული ასლი/ასლები ან ცნობა სამართლის სკოლიდან, ბაკალავრიატზე სწავლის შესახებ;
** პასპორტისა ან/და პირადობის მოწმობის ელექტრონული ასლი.

დოკუმენტაცია იგზავნება შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: admission@chicagokentlaw.ge | r.warner@chicagokentlaw.ge | k.jeladze@chicagokentlaw.ge | m.meskhi@chicagokentlaw.ge

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ლინკს: https://bit.ly/2ZgIa1L

ასევე, დაგვიკავშირდით:

"ამერიკული სამართლის სკოლის" ოფისი საქართველოში
"პიქსელ ბიზნეს ცენტრი", ჭავჭავაძის 34, მე-4 სართული
ტელ: 599 340 770, 599 340 711



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |