www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროდუქციის განვითარებისა და იმპორტის მენეჯერი
მომწოდებელი: ინვეტი
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / განცხადების ვადა: 15 აგვისტო

ვეტერინარული კომპანია "ინვეტი" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის განვითარებისა და იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

შპს "ინვეტი" საქართველოში ვეტერინარულ სფეროში მოღვაწე ლიდერი კომპანიაა, რომელიც 18 წლის მანძილზე ამარაგებს ქვეყანას მაღალხარისხიანი ევროპული ვეტერინარული პროდუქციით, ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს ISO სტანდარტების შესაბამისად. "ინვეტი"-ს დისტრიბუციის სამსახური ფარავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს და უზრუნველყოფს სრულ ვეტერინარულ მოსმახურებას. კომპანიამ შექმნა ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოება და ქ. მცხეთაში ააშენა ფრინველებისა და ცხოველების საკვების დამამზადებელი მაღალტექნოლოგიური ქარხანა. ამჟამად კომპანია ფლობს სამ საწყობსა და 7 ფილიალს საქართველოს მასშტაბით.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის საჭიროებების დადგენა პროდუქციის ახალ ასორტიმენტზე;
** ახალი პროდუქციის მოძიება საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე;
** მომწოდებლებთან დაკავშირება, მოლაპარაკებების წარმოება, კომერციული პირობების შეთანხმება და კონტრაქტის გაფორმება;
** შესყიდვის/იმპორტის პროცესისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება ლოჯისტიკის მენეჯერთან შეთანხმებით და დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;
** არსებული მომწოდებლების კატეგორიზება მნიშვნელობის მიხედვით და ურთ. განვითარების გეგმის დამუშავება;
** სატესტოდ შემოტანილი პროდუქტებზე ანალიზის მომზადება და წარდგენა მმართველი გუნდისთვის, ასევე არსებული პორტფელის სისტემატიური ანალიზი;
** პროდუქტების დროული რეგისტრაციის უზრუნველყოფა;
** რეგისტრაციისთვის შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა;
** პროდუქტების დანერგვისთვის მონიტორინგი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ჩართვით (რამდენად ჩატარდა სემინარები, პრეზენტაციები, ადგილზე მისვლა და მომხმარებლების დაინტერესება);
** გაყიდვებისგან ინფორმაციის მოგროვება, გეგმების გამოთხოვა გაყიდვების ხელმძღვანელისგან და დაახლოებით თვიური შეკვეთების განსაზღვრა;
** შეკვეთების გაერთიანება, როგორც ადგილობრივ ისე იმპორტის ჭრილში და ხელმძღვანელთან განხილვა დასტურის კუთხით და შესაბამისი შესყიდვების წარმოება;
** ტენდერებში მონაწილეობის მიღება, სატენდერო დოკუმენტაციის გადამოწმება;
** ალტერნატიული გზების განხილვა უშუალო ხელმძღვანელთან და შეთანხმების შემდგომ მოქმედებების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ვეტერინარიის, ფარმაციის ან სამედიცინო მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო და წერით დონეზე ცოდნა;
** MS Office-ის (Word, Excel) Power Point სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია APEX პროგრამის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** სწორი კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დატვირთულ სამუშაო პირობებში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

"ინვეტი" გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას. კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@invet.com.ge. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |