www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფრინველის სასაკლაოს ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ნუტრიმაქსი
გამოქვეყნდა: 16 ივლისი / განცხადების ვადა: 16 აგვისტო

"ნუტრიმაქსი"-ს შვილობილი კომპანია საკუთარი მომხმარებლებისთვის და პარტნიორი ორგანიზაციებისთვის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, გეგმავს ფრინველთა სასაკლაოს მოწყობას.

კომპანიის ვებ-გვერდი: http://nutrimax.ge/
Facebook-გვერდი: ნუტრიმაქსი.Nutrimax

"ნუტრიმაქსის" შვილობილი კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფრინველის სასაკლაოს ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ფრინველის დაკვლის პროცესის სრული ციკლის ორგანიზება: ცოცხალი ფრინველის მიღებიდან - მზა პროდუქტის რეალიზაციის ჩათვლით;
** უსაფრთხო და ხარისხიანი პროდუქტის შექმნის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** საბოლოო პროდუქტის მომხმარებლამდე მიწოდების ორგანიზება და კონტროლი;
** საწარმოში არსებული მატერიალური და ადამიანური რესურსების მართვა;
** საწარმოში არსებული დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** ხარისხის და უსაფრთხოების სტანდარტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მონიტორინგი;
** შესყიდვების პროცესის მართვა;
** შრომის უსაფრთხოების მონიტორინგი;
** წარმოებაში პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა;
** ნარჩენების მართვა;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - ბიზნესის ადმინისტრირების ან/და საბუნებისმეტყველო მეცნიერების მიმართულებით.
** აუცილებელია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება, სასურველია წარმოების მიმართულებით.
** ხარისხის სტანდარტების კარგი ცოდნა ( HACCP, ISO 22000 და ა.შ)
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა ან/ და რუსული ენის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** პროცესების და ადამიანური რესურსების მართვის უნარი;
** გადაწყვეტილების მითების უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** რეპორტინგის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: hr@nutrimax.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |