www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროფესიული განათლების მასწავლებელი
მომწოდებელი: SBA
გამოქვეყნდა: 16 ივლისი / განცხადების ვადა: 15 აგვისტო

"საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA" აცხადებს კონკურსს პროფესიული განათლების მასწავლებლის თანამდებობების დასაკავებლად.

მიმართულება:

1. ლოგისტიკა, პროფესიული განათლების მასწავლებელი - 4 ვაკანტური თანამდებობა
2. ინფორმაციის ტექნოლოგია, პროფესიული განათლების მასწავლებელი - 4 ვაკანტური თანამდებობა

პროფესიული განათლების მასწავლებელთა ფუნქციები:

** საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში შესაბამისი პროგრამის კომპონენტების/მოდულების სწავლება;
** აკადემიის სასწავლო პროცესისა და შიდა მარეგულირებელი აქტების შესაბამისად, პროფესიულ სტუდენტთა საკონტაქტო საათებზე დასწრების აღრიცხვა;
** აკადემიის სასწავლო პროცესისა და შიდა მარეგულირებელი აქტების შესაბამისად პროფესიულ სტუდენტთა განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებების განხორციელება და მათი მტკიცებულებების ორგანიზება;
** აკადემიის მიერ ორგანიზებულ პროფესიული განვითარების, სასწავლო და შემოქმედებით ღონისძიებებში, ასევე აკადემიის განვითარების ხარისხის უზრუნველყოფის ღონისძიებებში მონაწილეობა;
** საგანმანათლებლო პროგრამის განთვითარებისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების წარმოდგენა პროგრამის ხელმძღვანელთან თანამშრომლობის გზით;
** ცალკეული დავალებების შესრულება, რაც არ მოითხოვს შემსრულებლის მიერ მნიშვნელოვან დროით და მატერიალურ დანახარჯებს.

პროფესიული განათლების მასწავლებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება, მიმართულების შესაბამის სფეროში;
** მიმართულების შესაბამის სფეროში პროფესიით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
** ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული განათლების მასწავლებლის თანამდებობაზე, კანდიდატმა ასევე უნდა წარმოადგინოს IT Essentials (Cisco)-ს სულ მცირე პირველი ეტაპის გავლის დამადასტურებელი ვადიანი სერტიფიკატი და ჰქონდეს წვდომა Cisco-ს სასწავლო მასალებზე.

სასურველია: მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების გამოცდილება

შერჩევის ეტაპები:

** I - ეტაპი: პირველ ეტაპზე აპლიკანტებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) 2020 წლის 15 ივლისიდან 2020 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით მისამართზე: info@sba.edu.ge
** II- ეტაპი: I ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს შედეგები ეცნობებთ ეტაპობრივად. კონკურსის II ეტაპი გულისხმობს გასაუბრებას.

გასაუბრება წარიმართება 2020 წლის 20 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, შპს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, მისამართზე: ქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 18/22

პროფესიული განათლების მასწავლებლის თანამდებობაზე დანიშვნისათვის შერჩეულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

** ფოტოსურათი (ზომით 3X4), 2 ცალი;
** პირადობის მოწმობა (ასლის გადაღების შემდეგ ორიგინალი უბრუნდება განმცხადებელს);
** აკადემიური ხარისხის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლის გადაღების შემდეგ ორიგინალი უბრუნდება განმცხადებელს). უცხოეთში გაცემული ან არაქართულენოვანი დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიულად.
** ინფორმაცია პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილების შესახებ (ცნობა ან შრომის წიგნაკი ან სხვა);
** ინფორმაცია პროფესიული გამოცდილების შესახებ (ცნობა ან შრომის წიგნაკი ან სხვა);
** IT Essentials (Cisco) სერტიფიკატი (ასლის გადაღების შემდეგ ორიგინალი უბრუნდება განმცხადებელს)
** არსებობის შემთხვევაში - სპეციალური მომზადების შესახებ (ტრეინინგები, სერთიფიკატები, კვალიფიკაციის ამაღლება, გადამზადება და სხვა);

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ ტელეფონზე: 2 40-34-40; 599 97 57 72; 599 53 83 43



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |