www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების/კონტენტ სპეციალისტი
მომწოდებელი: მეგა ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 16 ივლისი / განცხადების ვადა: 16 აგვისტო

ტექნიკის მაღაზიათა ქსელი მეგა ელექტრონიქსი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და კონტენტ სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია მოვალეობები:

** ვებსაიტზე პროდუქციის განთავსება და ფასების მუდმივი კონტროლი;
** მომხმარებელთა ზარების მიღება და მათი მომსახურება;
** მომხმარებლებისათვის ონლაინ განვადების განაცხადის შევსება საიტზე და მათი მონიტორინგი;
** კონკურენტი კომპანიების პროდუქციათა ფასების კონტროლი.

სავალდებული/სასურველი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის, მარკეტინგის და/ან მომიჯნავე სფეროებში - გამოცდილებისა და მოტივაციის შემთხვევაში უმაღლესი განათლება გადამწყვეტი არ არის;
** შესაბამისი სფეროს გამოცდილება;
** კარგი კომუნიკაციური უნარები და გამართული მეტყველება;

სასურველია კანდიდატი იყოს:

** განვითარებაზე ორიენტირებული და მოტივირებული;
** ენერგიული და აქტიური და ჰქონდეს თვითმენეჯმენტის კარგი უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი CV ელ.მისამართზე: info@megael.ge და Subject ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |