www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შეკვეთების მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: ბაბუს პური
გამოქვეყნდა: 17 ივლისი / განცხადების ვადა: 17 აგვისტო

კომპანია "ბაბუს პური" ქართული ბრენდია პურ-ფუნთუშეულის წარმოებასა და რეალიზაციაში. კომპანია ზრდასთან ერთად, ეძებს ახალ მოტივირებულ და პროფესიონალ თანამშრომლებს, რომლებითაც დაკომპლექტდება ჩვენი მეგობრული, პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი.

"ბაბუს პური" - ვაცხობთ 1975 წლიდან. შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენთან ერთად!

კომპანია ეძებს გუნდის ახალ ტალანტს შეკვეთების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** ძლიერი კორპორატიული კულტურის მატარებელ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;
** ყოველკვირეულ, ყოველთვიურ TeamBuilding-ს;
** კონკრეტულ ანაზღაურებას ზრდის პერსპექტივით;
** სხვადასხვა ბენეფიტს;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან/და მომიჯნავე დისციპლინებში;
** Microsoft Excel ძალიან კარგად ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. სხვა უცხოური ენის ცოდნა ჩაითვლება დამატებით ბენეფიტად;
** ანალიტიკური და რაოდენობრივი მსჯელობის უნარები;
** მნიშვნელოვანია გუნდურობა, კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირება;

თანამდებობრივი პოზიციით გათვალისწინებული ფუნქცია:

** გაყიდვების ბაზიდან მონაცემების მოპოვება, დამუშავება და ანალიზი;
** გაყიდვების მასტიმულირებელი, გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული სტრატეგიების შემუშავება;
** არსებული და პოტენციური ობიექტების გაყიდვების პორთფოლიოს მომზადება;
** გაყიდვების სამსახურთან რეკომენდაციების გაცემა;
** ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება გაყიდვების მაჩვენებელთან დაკავშირებით;
** პირდაპირი კომუნიკაცია გაყიდვების სუპერვაიზერებთან. ასევე, მზა პროდუქციის სამსახურთან ყოველდღიური შეკვეთების მიწოდების მიმართულებით;
** შეკვეთების არ მიწოდების შემთხვევაში, პრობლემის იდენტიფიცირება (პირდაპირი კომუნიკაცია ობიექტებთან, GPS-ის პროგრამიდან სადისტრიბუციო მარშუტის მონიტორინგი და ა.შ.)

კონკურსის პირობები:

** გასაუბრება HR სამსახურთან;
** პრაქტიკული დავალება Microsoft Excel-ში;

ჩვენი მისამართია (სათაო ოფისი): დიდი დიღომი, ფარნავაზ მეფის 32.

თუ თვლით, რომ სამუშაოს არსებითი სპეციფიკა და შინაარსი შეესაბამება თქვენს ცოდნასა და გამოცდილებას, გთხოვთ, გამოგვიგზვანოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე - HR@bsbg.com.ge (სათაურის ველში ე.წ. subject title მიუთითეთ პოზიციის დასახელება)

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 18 აგვისტო.
უკუკავშირი მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ბაბუს პურის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე 18 თვის ვადით.

"ბაბუს პური" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |