www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვის-ინჟინერი
მომწოდებელი: ჰუმან დიაგნოსტიკ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 17 ივლისი / განცხადების ვადა: 14 აგვისტო

შპს "ჰუმან დიაგნოსტიკ ჯორჯია"-ს არის სამედიცინო ლაბორატორიული ანალიზატორების/აპარატების და შესაბამისი ტესტ სისტემების და სახარჯი მასალების იმპორტიორი კომპანია საქართველოში.

პოზიცია: სერვის-ინჟინერი

დასაქმებულის უფლება მოვალეობები:

** სამედიცინო დაწესებულებებში, ლაბორატორიებში ანალიზატორების/აპარატების ინსტალიაცია, ლაბორატორიაში დასაქმებული პირების ტრეინინგი ინსტალირებულ ანალიზატორების/აპარატების თაობაზე.
** ასევე შემდგომი ტექნიკური სერვისი კომპანიის მიერ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში ინსტალირებულ აპარატებზე/ანალიზატორებზე. ხშირი მივლინებები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.
** განათლება: უმაღლესი განათლება (სასურველია ბიო-სამედიცინო ტექნიკური უნარ-ჩვევებით)

სავალდებულო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა (ინჟინერმა უნდა შეძლოს უცხოელი პარტნიორების მიერ სასწავლო ტრეინინგებში მონაწილეობის მიღება და ახალი აპარატების შესწავლა);
** კომპიუტერის ცოდნა Word, Excel, Internet.

სხვა უნარ-ჩვევები:

** პრეტენდენტი უნდა იყოს კომუნიკაბელური, ანალიტიკური აზროვნებით (არ უნდა ხელმძღვანელობდეს მხოლოდ ინსტრუქციით, არამედ უნდა შეძლოს პრობლემის გადაჭრა თავისით, გამოცდილების ხარჯზე);
** გააჩნდეს სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** აუცილებელია გააჩნდეს მართვის მოწმობა.
** უპირატესობა მიენიჭებათ ისეთ კადრებს, რომელსაც გააჩნია მუშაობის გამოცდილება სამედიცინო ლაბორატორიულ აპარატებთან და ესმის აპარატის ცალკეული დეტალების დანიშნულება/მუშაობის პრინციპი.

ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად.
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

CV ფოტო სურათით გამოაგზავნონ შემდეგ მეილზე: khachapuridzemaka@gmail.com

განცხადების მიღების ბოლო ვადა 14 აგვისტო.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |