www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პასუხისმგებელი ფარმაცევტი
მომწოდებელი: მედფარმა პლუსი
გამოქვეყნდა: 17 ივლისი / განცხადების ვადა: 31 აგვისტო

ფარმაცევტული კომპანია - შპს "მედფარმა პლუსი" აცხადებს პასუხისმგებელი ფარმაცევტის ვაკანსიას თბილისში და საქართველოს ყველა რაიონში.

შპს "მედფარმა პლუსი" მედიკამენტების იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანიაა, რომელიც საბითუმო და საცალო რეალიზაციას ახორციელებს, როგორც სახელმწიფო დაკვეთების უზრუნველყოფისათვის, ასევე, პირდაპირი კომერციული საჭიროებისათვის. ფირმის ლოგისტიკური მომსახურება მოიცავს ორ მიმართულებას:

1. საკუთარი პროდუქციის ლოგისტიკას;
2. სახელმწიფოს კუთვნილი მედიკამენტების შენახვას, დისტრიბუციასა და ბენეფიციარების უზრუნველყოფას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პრინციპები:

** მუდმივად ვუყუროთ ბიზნესს მომხმარებლის თვალით;
** ბიზნესის საზღვრები მუდმივად ჯდებოდეს ეთიკის საზღვრებში;
** ღირებულების ინოვაცია - მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში იყოს მისთვის კმაყოფილების მომტანი;
** სანდოობა - შეძენილი საქონლის შენახვის პირობების მაღალი სტანდარტების დაცვით, ხარისხის უზრუნველყოფა და შესაბამისად სანდოობის განმტკიცება.

პასუხისმგებელი ფარმაცევტის მოვალეობაა: სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტის გაცემა ინკურაბელურ ბენეფიციარებზე, შესაბამისი რაიონის პოლიციის განყოფილებიდან (მინიმუმ კვირაში ერთხელ).

პასუხისმგებელი ფარმაცევტის ვაკანსიისთვის აუცილებელი მოთხოვნებია:

** უმაღლესი ფარმაცევტული განათლება (მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი);
** კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება ბოლო 5 წლის განმავლობაში, ან 5-წლიანი გამოცდილება ბოლო 10 წლის განმავლობაში;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა, ინტერნეტისა და ელექტრონული ფოსტის გამოყენება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** უცხო ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები/უნარები:

** სანდოობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სისწრაფე, ოპერატიულობა;
** თავაზიანობა, დელიკატურობა;
** გაწონასწორებულობა, მაღალი თვითკონტროლი.

აპლიკანტების საყურადღებოდ:

გასაუბრებაზე მოვიწვევთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტო სურათთან ერთად, მისამართზე: admin@medpharma.ge და სათაურში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "პასუხისმგებელი ფარმაცევტი".

ელფოსტა სათაურის გარეშე არ განიხილება!

განაცხადები მიიღება 2020 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |