www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სეიფთი ჰაბი
გამოქვეყნდა: 17 ივლისი / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

კომპანია "სეიფთი ჰაბი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** არსებულ კორპორატიულ მომხმარებლებთან შეხვედრების ორგანიზება, სიახლეების გაცნობისა და პრობლემატური საკითხების მოგვარების მიზნით; აღნიშნული შეხვედრების შედეგებზე რეპორტის მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
** ახალი კორპორატიული მომხმარებლების მოძიება, კომპანიის პროდუქციის შეთავაზება და მოლაპარაკებების წარმოება სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების მიზნით;
** უშუალო ხელმძღვანელისთვის მომხმარებლების შესახებ ყოველკვირეული რეპორტების მომზადება, კვირის განმავლობაში გაფორმებული ხელშეკრულებების და მომხმარებლების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
** ხელშეკრულების პირობების შესრულების მუდმივი მონიტორინგი;
** მომხმარებლების პორტფელის წარმოება;
** მომხმარებელთა დებიტორული პორტფელის მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების/შესყიდვების სფეროში აუცილებელია;
** ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (PPE) მიმართულებით მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** სხარტი აზროვნების მქონე
** ენერგიული
** კომუნიკაბელური
** გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული
** შრომისმოყვარე, ორგანიზებული

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@safetyhub.ge 2020 წლის 20 აგვისტომდე.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |