www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ელექტრო გაყვანილობის სისტემების მთავარი ინჟინერი
მომწოდებელი: ადკ ინჟინერინგი
გამოქვეყნდა: 17 ივლისი / განცხადების ვადა: 17 აგვისტო

"ადკ სოლუშენს" აცხადებს ვაკანსიას ელექტრო გაყვანილობის სისტემების მთავარი ინჟინრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები

1. პროექტის ნახაზების შესწავლა (ნახაზები, ობიექტი)
2. პროექტის ხარვეზების გამოვლენა და გამოსწორების გზების შემუშავება
3. პროექტის განფასებაში მონაწილეობის მიღება
4. გეგმა-გრაფიკის შემუშავება
5. საჭირო მასალების განსაზღვრა, მათ შორის რაოდენობის და მწარმოებლების მიხედვით
6. საჭირო მუშა-ხელის განსაზღვრა, მათ შორის რაოდენობის
7. მასალის, ტექნიკის და მუშახელის გეგმა-გრაფიკის მიხედვით განაწილება
8. ინჟინრების, მუშახელის და მასალების ობიექტების მიხედვით განაწილება და კონტროლი
9. პროექტის მიმდინარეობის რეგულარული მონიტორინგი/ზედამხედველობა ნახაზებთან მიმართებაში
10. პროექტის მიმდინარეობის რეგულარული მონიტორინგი/ზედამხედველობა გეგმა-გრაფიკთან მიმართებაში
11. მიმდინარე საკითხებზე შესაბამისი რეაგირება (მუშახელის და ტექნიკის როტაცია, გაზრდა, შემცირება, ა.შ.)
12. საშემსრულებლო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილების მიღება
13. თათბირების ორგანიზება როგორც უშუალოდ ობიექტზე ასევე ოფისში
14. დასრულებული პროექტის ტექნიკური ანალიზი და შესაბამისი დასკვნის მომზადებაში მონაწილეობის მიღება

ძირითადი მოთხოვნები:

1. მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
2. უმაღლესი ტექნიკური განათლება (სასურველია სპეციალობის მიხედვით)
3. გამართული მეტყველება ქართულ ენაზე (რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
4. საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
5. სამშენებლო წესებისა და ნორმების ცოდნა.
6. სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის ცოდნა
7. ორგანიზებულობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: juli.ch@adksolutions.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |