www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბარისტა, მიმტანი
მომწოდებელი: კაფე თბილი სიო
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

რესტორანი "თბილი სიო" (ვ. პეტრიაშვილის 1, ყოფილი ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე) აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. ბარისტა

მოთხოვნები:

** კეთილსინდისიერი, შრომისმოყვარე და ორგანიზებული;
** კომუნიკაბელური და გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე (ერთზე მეტი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** სავალდებულოა გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** სამუშაო პროცესში ინიციატივის გამოჩენა.

ძირითადი მოვალეობები:

** ცივი და ცხელი სასმელების მომზადება რეცეპტების მიხედვით;
** ბარის ინვენტარის ზედამხედველობა;
** ჰიგიენის ნორმების დაცვა;
** შეკვეთების მიღება და დროულად მომზადება;
** პროდუქციის მარაგებისა და ვადების კონტროლი;
** პროდუქციისა და სერვისის ხარისხზე სტუმრის აზრის გაგება და საჭიროების შემთხვევაში მენეჯერის ინფორმირება;
** მენეჯერის მითითებების შესრულება.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე. დღეში 9 საათი
ანაზღაურება: 700 ლარი (დარიცხული)

2. მიმტანი

მოთხოვნები:

** კეთილსინდისიერი, შრომისმოყვარე და ორგანიზებული;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
** გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (ჩაითვლება უპირატესობად);
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის გამართულად ცოდნა (ერთზე მეტი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** პროდუქციისა და სერვისის ხარისხზე სტუმრის აზრის გაგება და საჭიროების შემთხვევაში მენეჯერის ინფორმირება;

ძირითადი მოვალეობები:

** მენიუს შემადგენლობის ზედმიწევნით ცოდნა;
** სტუმრების მიღება, სწრაფი და სრულყოფილი მომსახურების გაწევა;
** პროდუქციისა და სერვისის ხარისხზე სტუმრის აზრის გაგება და საჭიროების შემთხვევაში მენეჯერის ინფორმირება;
** მაგიდების ალაგება და სისუფთავის კონტროლი

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე. დღეში 9 საათი
ანაზღაურება: 600 ლარი (დარიცხული)

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით და საკონტაქტო ინფორმაციით ჩვენს ელფოსტაზე info.tbilisio@gmail.com და სათაურში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |