www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

სს "ნიკორა ტრეიდი"- ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას", "ნუგეშის", "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 250-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს, რომელთაგანაც 210 თბილისში, ხოლო 40 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ტრეიდის" თანამშრომელთა რაოდენობა 5000-ს შეადგენს.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://nikora.ge/

სს"ნიკორა ტრეიდი"აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის მომსახურება, პროდუქციასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა;
** წარმოდგენილი პროდუქციის ვადების და ფასმაჩვენებლების კონტროლი;
** სალარო ოპერაციების წარმოება, პროცედურების სრული დაცვით.

ჩვენ გთავაზობთ:

** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე არაუგვიანეს 3 აგვისტომდე შემდეგ მისამართზე nlolua@nikoratrade.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მოლარე-კონსულტანტი ბათუმი".

ნიკორას HR გუნდი გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |