www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება ბუღალტერიის დეპარტამენტში
მომწოდებელი: ეიჯი ინთერნეიშენალ კონსალთინგი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია "ეიჯი ინთერნეიშენელ კონსალთინგი" (www.agconsulting.ge) წარმოადგენს საერთაშორისო ასოციაცია "Prime Global"-ის (www.primeglobal.net) წევრს საქართველოში, რომელიც მსოფლიოში უმსხვილესი ასოციაციების სამეულში შედის და გააჩნია წარმომადგენლობა 90-ზე მეტ ქვეყანაში.

კომპანია აცხადებს სტაჟირება ბუღალტერიის დეპარტამენტში.

სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე. კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში
სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სტაჟირება ანაზღაურებადია

რას მიიღებთ სტაჟირების კურსის გავლის შემდგომ:

** ბუღალტრული გატარებების წარმოების ცოდნა
** პირველადი დოკუმენტაციის სახეობების შესწავლა
** ფინანსური რეპორტინგის საფუძვლები
** შიდა ტრეინინგები საგადასახადო და საბუღალტრო პროცესებში
** პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა სფეროს კომპანიებთან.

მოთხოვნები:

** განათლება: საშუალო - სპეციალური საბუღალტრო-ეკონომიკური და/ან საინფორმაციო ტექნოლოგიების განხრით
** კომპიუტერული პროგრამების (Office, Excel) ცოდნა
** საბუღალტრო პროგრამა Oris, Info-ს საბაზისო ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია); რუსულის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** გამორჩეული კომუნიკაციის უნარი
** კრეატიული, აქტიური და გუნდური მუშაობის უნარის მქონე
** ორგანიზებული და დეტალზე ორიენტირებული
** პრობლემების გადაწყვეტის უნარ-ჩვევები
** შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობით და დისციპლინირებული.

მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@agconsulting.ge და ელექტრონული ფოსტის თემის "subject" ველში უნდა მიუთითოთ "სტაჟირება ბუღალტერიაში".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |