www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბიზნეს ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებს. კომპანია ფლობს ელექტრონულ საფულეს www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებს. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300 - ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე და ხარისხი კომპანიის მთავარი ღირებულებებია.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

პოზიციის მიზანი:

** ბიზნესის მოთხოვნებისა და საჭიროებების მოძიება, აღმოჩენა, ანალიზი და მათი ნათლად ჩამოყალიბება,
** IT-ს მიერ შემუშავებული პრობლემის გადაჭრის გზების სისწორის დადგენა ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისად.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** მუდმივი კომუნიკაცია ბიზნეს და IT დეპარტამენტთან;
** ინფორმაციის მოძიების მიზნით სხვადასხვა ბიზნეს ერთეულებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია სხვადასხვა ტექნიკების გამოყენებით, როგორიცაა ინტერვიუ, სესიები, პროტოტიპის შექმნა;
** დეტალური მუშაობა მოთხოვნებსა და მეთოდებზე, ბიზნეს ქვედანაყოფების, ტექნიკური დავალებებისა და ბიზნეს სპეციფიკაციის კუთხით;
** პოტენციური პროგრამული გადაწყვეტილებების მონიტორინგი და კონტროლი მათი ბიზნესთან შესაბამისობაში ყოფნის მიზნით;
** პროექტების არსის და მიზნის სრულყოფილად ცოდნა, პროდუქტის ფუნქციურობის და სასურველი მახასიათებლების ცოდნა;
** ბიზნეს პროცესების ანალიზი, სხვადასხვა პროცესების ალტერნატივების შეფასებაში მხარდაჭერა, შესაბამისი გამოსავლის და პრობლემის გადაჭრის გზების განსაზღვრა IT დეპარტამეტნის თანამშრომლებთან ერთად;
** მომხმარებლის მოთხოვნების შეფასება;
** პრობლემის გადაჭრის პროცესის სამართავად, საკუთარი ჩართულობის, ძალისხმევის განსაზღვრა და სწორი თაიმ მენეჯმენტი;
** მაღალი დონის ბიზნეს მოთხოვნების გაანალიზება, მათი დეტალურ და სამომხმარებლო დონის ისტორიად გარდაქმნა როგორც პროცესის მიმდინარეობა, გეპების ანალიზი და ა.შ
** დოკუმენტაციისა და სხვადასხვა ნიმუშების შექმნა ორგანიზაციაში ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ცოდნის მდგრადობის ხელშეწყობის მიზნით;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** მონაცემთა ანალიზის ჭრილში პროექტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური ენის ცოდნა.

უნარები:

** ბიზნესის ანალიზის, მეთოდოლოგიების, საუკეთესო გამოცდილებების ცოდნა და მათი მოძიების უნარი;
** ბიზნეს კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის შეგროვების, დოკუმენტირების, შედეგების ეფექტურად და ლაკონურად რეპორტინგის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების, პრობლემის გადაჭრის და მოლაპარაკების უნარი;
** მოცემული რესურსების მართვის, შესაბამისად სამუშაოს ეფექტური დაგეგმვისა და ანალიზის უნარი;
** ბიზნეს მიზნებიდან გამომდინარე, კომპლექსურ გეგმებზე ეფექტურად მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** უახლესი ტექნოლოგიების მონიტორიგი მათი შესწავლისა და დანერგვის სურვილი;
** კომუნიკაბელურობა, მოქნილობა, გუნდურად მუშაობის და სწრაფად ათვისების უნარები.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
** იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე HR@oppa.ge და გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |