www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვებისა და მარაგების მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: მედ თრეიდერი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

შპს "მედ თრეიდერი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვებისა და მარაგების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი

ძირითადი მოვალეობები:

** შესასყიდი პროდუქციის საჭიროების განსაზღვრა
** ადგილობრივი ბაზრის კვლევა შესყიდვების მიმართულებით
** ადგილობრივ მომწოდებელთა ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება
** მომწოდებლების მოძიება, შერჩევა. ფასსა და მიწოდების პირობებზე შეთანხმება
** შესყიდვის და მიწოდების პროცესის მართვა
** მონაცემების პროგრამულად ასახვის უზრუნველყოფა;
** მომწოდებლების ფასების რეგულარული მონიტორინგი საუკეთესო ფასის მისაღებად;
** შესყიდული პროდუქტის ხარისხის კონტროლი - საჭიროების შემთხვევაში მასალების მომწოდებლისთვის დაბრუნების უზრუნველყოფა.
** მარაგებთან დაკავშირებით იმპორტის მენეჯერისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება.
** ნაშთების კონტროლი;
** ყოველთვიურ ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
** ყოველთვიური ანალიტიკური რეფორთების მომზადება რეალიზებულ საქონელთან დაკავშირებით.
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან სამედიცინო მიმართულებით.
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა);
** შესყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** სამედიცინო ინვენტარის შესყიდვებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** მართვის უნარი;
** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პრაგმატულობა;
** ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტო-სურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@medtrader.ge და მიუთითოთ ვაკანსია - "შესყიდვებისა და მარაგების მართვის მენეჯერი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით, უფლებას გვაძლევთ აღნიშნული მონაცემები შევინახოთ ბაზაში არაუმეტეს 2020 წლის 31 დეკემბრისა. აღნიშნული ინფორმაციის ბაზაში შენახვა ხდება მისი სათანადო ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში თავიდან განხილვის მიზნით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |