www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ბლექ სი გრუპი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 10 აგვისტო

ჩვენ ვეძებთ კურიერს.

ჩვენი კომპანია 2005 წელს დაარსდა და დღევანდელი მდგომარეობით ლიდერია საქართველოს ბაზარზე საგზაო-სამშენებლო მიმართულებით.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00; შაბათი: 10:00-14:00
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 750 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** კორესპონდენციის და სხვადასხვა გზავნილის მიწოდება დანიშნულების ადგილზე განსაზღვრულ ვადებში; უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერის უზრუნველყოფა
** სხვა ნებისმიერი დავალებები რომელიც უკავშირდება კურიერის საქმიანობას.

სავალდებულო მოთხოვნები: საკუთარი მანქანა, მანქანის საშუალო წვა 100 კმ/ზე 7-8 ლიტრი

დამატებითი უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვა და დროის ეფექტური მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;

** შედეგზე ორიენტირებულობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** კვების თანხა;
** კორპორატიული ულიმიტო სასაუბრო;
** საწვავის ხარჯის ანაზღაურება;
** მეგობრული გარემო.

კანდიდატთა შერჩევა მოხდება რეზიუმეებისა და განაცხადის ფორმების საფუძველზე; ინდივიდუალური გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ მიმდინარე წლის 10 აგვისტომდე გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელფოსტის მისამართზე: bvacancygroup@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში "subject" მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - კურიერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |