www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დირექტორი
მომწოდებელი: ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 10 აგვისტო

შპს "ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის პოზიციაზე.

შპს "ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის" ბაზარზე 11 წელია ოპერირებს. კომპანია წარმოადგენს ამერიკული, ესპანური, გერმანული და რუსული კომპანიების ექსკლუზიურ წარმომადგენელს საქართველოში.

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარება და მისი განხორციელების პროცესის მართვა;
** კომპანიის ერთიანი სტრატეგიული გეგმისა და ბიუჯეტის განხილვა და დამტკიცება;
** კომპანიის წინაშე მდგარი რეპუტაციული რისკების, საფრთხეების განხილვა და რეაგირების გზებზე შეთანხმება;
** კომერციული მიმართულებით კომპანიის სტრატეგიის შემუშავება და შესაბამისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება;
** კონკურენტების ანალიზი და არსებული ტენდენციების რეგულარული დადგენა;
** კატეგორიების მიხედვით, ფასწარმოქმნის, პროდუქციის მარჟებისა და გაყიდვების გეგმების რეგულაციების ჩამოყალიბება;
** კომპანიის მნიშვნელოვან კლიენტებთან კომპლექსური მოლაპარაკებების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ბიზნესის ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში ან ფინანსებში. MBA ჩაითვლება უპირატესობად;
** მუშაობის გამოცდილება მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე - კომერციული მიმართულებით არანაკლებ 2 წლისა;
** ფინანსების მართვის გამოცდილება;
** ძირითადი საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** უცხო ენების (რუსული, ინგლისური) ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** გამოკვეთილი ანალიტიკური და ლოგიკური უნარები
** მართვის, კოორდინაციისა და თანამშრომელთა მოტივირების უნარები.

ანაზღაურება: ინდივიდუალურად შეთანხმდება სამუშაო გამოცდილებიდან და კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: avtandil@cordesign.ge 2020 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |