www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: ნათაძის სახ. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

შპს გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი აცხადებს კონკურს და იწვევს პროფესიონალებსა და სტუდენტებს დასაქმებისათვის ინსტიტუტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში, სრული საშტატო განაკვეთით, სათანადო თანამდებობებზე დასაქმების მიზნით, კერძოდ:

1. საგამოცდო ლაბორატორიის მიკრობიოლოგიური განყოფილების უფროსი (შესაბამისი უმაღლესი აკადემიური განათლებით - დოქტორი, მაგისტრი) - სურსათის, წყლის, ნიადაგის, ჰაერის, პარფიუმერია-კოსმეტიკის, პირადი ჰიგიენის საგნების, საყოფაცხოვრებო ქიმიის ნიმუშების აღებისა და მიკრობიოლოგიური და სანიტარიულ-ბაქტერიოლოგიური კვლევების ჩატარებისათვის. სამუშაო-პრაქტიკული გამოცდილება: არანაკლებ 3 წლისა ტესტირების აკრედიტებულ ლაბორატორიებში და აკადემიური დოქტორის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად. ინგლისური (ან სხვა) ენისა და კომპიუტერის საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა სავალდებულოა.

2. მიკრობიოლოგი (შესაბამისი უმაღლესი აკადემიური განათლებით - დოქტორი, მაგისტრი), - სურსათის, წყლის, ნიადაგის, ჰაერის, პარფიუმერია-კოსმეტიკის, პირადი ჰიგიენის საგნების, საყოფაცხოვრებო ქიმიის ნიმუშების აღებისა და მიკრობიოლოგიური და სანიტარიულ-ბაქტერიოლოგიური, კვლევების ჩატარებისათვის. სამუშაო-პრაქტიკული გამოცდილება: 2 წელი ტესტირების აკრედიტებულ ლაბორატორიებში და აკადემიური დოქტორის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად. ინგლისური (ან სხვა) ენისა და კომპიუტერის საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა სავალდებულოა.

3. ლაბორანტი/პრეპარატორი განყოფილებაში მიკრობიოლოგების დამხმარეებად, ტესტირების ლაბორატორიებში სათანადო სამუშაოების ჩატარებისათვის. სამუშაო-პრაქტიკული გამოცდილება: 1 წელი საგამოცდო/ტესტირების აკრედიტებულ ლაბორატორიებში და შესაბამისი პროფესიული ან აკადემიური განათლება (ბაკალავრი, მაგისტრანტი) ჩაითვლება უპირატესობად. ინგლისური (ან სხვა) ენისა და კომპიუტერის საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა სავალდებულოა.

სამოტივაციო წერილი, რეკომენდაციები და CV წარმოადგინეთ მისამართზე: info-kobakhidze@mail.ru

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ სათანადო თანამდებობის დასახელება (ლაბორატორიის მიკრობიოლოგიური განყოფილების უფროსი, მიკრობიოლოგი, ლაბორანტი), წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეული გასაუბრებაზე.

ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადის შემდგომ სამუშაოზე აყვანის შემთხვევაში, ანაზღაურების ოდენობა დადგინდება კომპეტენციის შესაბამისად - შეთანხმებით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |