www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირების პროგრამა ენერგეტიკის მიმართულებით
მომწოდებელი: ჰაიდელბერგცემენტი
თანდართული ფაილი: 70894_Application_Form_2199842.zip
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფი მსოფლიოს მასშტაბით სამშენებლო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელსაც მოწინავე პოზიცია უკავია ინერტული მასალების, ცემენტის და ბეტონის წარმოების საერთაშორისო ბაზარზე. კომპანიის კუთვნილ 3000 საწარმოში, რომლებიც მსოფლიოს 60 ქვეყანაშია განთავსებული, 63000 თანამშრომელია დასაქმებული.

2006 წლის ბოლოს ჰაიდელბერგცემენტმა განახორციელა პირველი ინვესტიცია კავკასიის რეგიონში, შეიძინა რა აქციები საქართველოში ცემენტის წარმოების წამყვან კომპანიებში (შპს "საქცემენტის" რუსთავისა და კასპის ცემენტის ქარხნები, შპს "ქართული ცემენტი"). ჰაიდელბერგცემენტ საქართველო ჰაიდელბერგცემენტის საერთაშორისო ჯგუფის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ამჟამად ახორციელებს ცემენტისა და ბეტონის წარმოებას. იგი ფლობს 4 ცემენტის და 12 ბეტონის მწარმოებელ ქარხანას ქვეყნის ტერიტორიაზე. კომპანიას უკავია წამყვანი პოზიციები ადგილობრივ ბაზარზე ცემენტისა და ბეტონის წარმოების დარგში.

შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია" აცხადებს სტაჟირების პროგრამას ენერგეტიკის მიმართულებით რუსთავის ცემენტის ქარხანაში:

სამუშაო ადგილი: რუსთავი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია კანდიდატს გავლილი ჰქონდეს ელექტრო შემკეთებლის ტრენინგ კურსი;
** სტაჟირებაზე განიხილებიან ენერგეტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები.

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება ჩვენი ვაკანსიის მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@heidelbergcement.ge არაუგვიანეს მიმდინარე წლის 29 ივლისისა.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |