www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებს. კომპანია ფლობს ელექტრონულ საფულეს http://www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებს. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300 - ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე და ხარისხი კომპანიის მთავარი ღირებულებებია. შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

პოზიციის მიზანი: კომპანიაში მიმდინარე აქტივობების ვიზუალური მხარდაჭერა;

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** კომპანიის სოციალური (შიდა/გარე) გვერდებისთვის ბანერების და მარტივი Gif ანიმაციების მომზადება;
** შიდა და გარე მარკეტინგული აქტივობების, პროექტებისა და კამპანიებისთვის ვიზუალიზაცია;
** მარკეტინგული აქტივობების შესაბამისად საბეჭდი მასალის დიზაინის მომზადება და შემუშავებული მასალის საბეჭდად გამზადება;
** სწრაფი ჩარიცხვის აპარატების განახლებისთვის საჭირო ლოგოტიპებისა და ბანერების მომზადება;
** სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გარე ბრენდირების დიზაინის/საბეჭდი მასალის მომზადება;
** კომპანიის კუთვნილებაში არსებული საიტებისთვის ვებბანერების დიზაინების მომზადება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გრაფიკული პროგრამების ( Adobe Illustrator, Adobe Photoshop ) ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** Adobe After Effects ცოდნა ჩაითვლება უპირეტესობად;
** სხვა დიზაინერული/ტექნიკური სამუშაოების შესრულებისთვის საჭირო პროგრამების ცოდნა.

უნარები:

** მოტივირებულობა
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დროის სწორად მართვა;
** შემოქმედებითი ხედვა;
** პასუხისმგებლობა;
** ერთგულება საქმისადმი;
** ჩართულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
** იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე HR@oppa.ge. გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |