www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სატელეფონო ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ნიუ ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 23 ივლისი / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალს" -ი აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო ცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე.

ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.

სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი
ადგილმდებარეობა: თბილისი, ორთაჭალა, კრწანისის ქ. #12

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სამედიცინო მიმართულება ჩაითვლება უპირატესობად;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სატელეფონო კომუნიკაციის დონეზე);
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

ძირითადი ფუნქციები:

** ჰოსპიტალსის ცხელ ხაზზე შემოსული ზარების პასუხი, სტანდარტების მიხედვით;
** პაციენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
** გამავალი ზარების განხორციელება;
** პაციენტების ჩაწერა ექიმებთან.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** გამართული მეტყველება;
** პუნქტუალურობა;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (СV) 20.08.2020-მდე ელ. მისამართზე vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |