www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ციფრული ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ვიონი საქართველო
გამოქვეყნდა: 23 ივლისი / განცხადების ვადა: 15 აგვისტო

"ვიონის ჯგუფი" წარმოადგენს საკომუნიკაციო და ტექნოლოგიური სერვისების წამყვან საერთაშორისო პროვაიდერს, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ამსტერდამში. "ვიონის ჯგუფი" 10 ქვეყანაში 5 სხვადასხვა ბრენდით არის წარმოდგენილი.

"ვიონის ჯგუფის" წევრი კომპანია - შპს "ვიონი საქართველო" საქართველოს ბაზარზე "ბილაინის" ბრენდით ოპერირებს. "ბილაინი" უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz(B3), 4G/LTE 800 MHz (B20) უსადენო მომსახურებას 1 800 000-ზე მეტი აბონენტისთვის.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და სხვა ვაკანსიების სანახავად გამოიწერეთ ჩვენი LinkedIn-ის გვერდი: https://www.linkedin.com/company/veon-georgia/

"ვიონის ჯგუფის" წევრი კომპანია - "ვიონი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ციფრული ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** Google Analytics-ის გამართვა, კონვერსიების, ფანელური ანალიზების წარმოება, მომხმარებლის ქცევის ანალიზი
** Firebase-ის გამართვა, ფანელური ანალიზების, და მომხმარებლის ქცევის ანალიზი
** სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებიდან მონაცემების შეგროვება და კონსოლიდაცია
** პერიოდული რეპორტების წარმოება და პროდუქტის გაყიდვების ანალიზი
** პროდუქტის KPI-ებთან შესაბამისობის კონტროლი და პროგნოზირება
** ციფრული პროდუქტების კონვერსიების ანალიზი, კლიენტთა ქცევის შესწავლა
** მონაცემთა ვიზუალიზაცია ელექტრონულ სისტემებში (Power BI) და პრეზენტაცია
** ტექნიკურ თანამშრომლებთან მჭიდრო კომუნიკაცია ელ. მონაცემთა პანელის შექმნის მიზნით.

თუ შენ:

** მიღებული გაქვს განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან/და მონაცემთა ანალიზის მიმართულებით
** გაქვს მონაცემთან ანალიზისა და ციფრული არხების რეპორტინგის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** Google Analytics/Firebase, და Google Tag Manager სისტემებში მოდიფიცირებისა და მუშაობის პრაქტიკული ცოდნა გაგაჩნია
** უპირატესობა მიენიჭება ასევე BI სისტემების ცოდნას: PowerBI
** მაღალ დონეზე ფლობ Microsoft Excel-ს და გაქვს MS Office-ში მუშაობის გამოცდილება
** კარგად ფლობ ინგლისურ და რუსულ ენებს
** და გსურს დინამიურ, საინტერესო და თანამედროვე გარემოში მუშაობა,

გამოგვიგზავნე რეზიუმე 2020 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით.

რეზიუმეს გამოგზავნით, აპლიკანტი ადასტურებს თანხმობას პერსონალური მონაცემების გადამოწმებასა და რეზიუმეს დაარქივებაზე კომპანიის აპლიკანტთა საძიებო სისტემაში, ასევე პერსონალური მონაცემების გადაცემაზე უფლებამოსილი პირებისათვის, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

იყო "ვიონის ჯგუფის" წევრი, ნიშნავს აიღო პასუხისმგებლობა ბიზნეს ეთიკის მაღალი სტანდარტებისა და ჩვენი კომპანიის იურიდიული პასუხისმგებლობების, ღირებულებების, ქცევის კოდექსის მიმართ ერთგულებაზე. მხარდაჭერა გამოუცხადო კომპლაენსის პოლიტიკებსა და პროცედურებს.

ჩვენი ღირებულებები - ვიყოთ კლიენტით მონუსხული, პროგრესული, ნოვატორი, პარტნიორი და პატიოსანი, განაპირობებს კომპანიის წარმატებას და პირველობისკენ სწრაფვას.

პატიოსნება მოითხოვს ვიმოქმედოთ ეთიკური ნორმების დაცვით, გულწრფელად და გახსნილად.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |