www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: C#/.NET დეველოპერი
მომწოდებელი: ბეთსოლუშენს
გამოქვეყნდა: 23 ივლისი / განცხადების ვადა: 21 აგვისტო

"Betsolutions LLC" არის გემბლინგ პროდუქტების მწარმოებელი საერთაშორისო კომპანია. იგი წარმოადგენს მძლავრ გემბლინგ პლატფორმას 3500 კაზინო თამაშით, 40-ზე მეტ გადახდის საშუალების პროვაიდერით. კომპანიას გააჩნია საკუთარი, Betradar-ის მიერ სერთიფიცირებული სპორტსბუქი, ასევე სლოტები, კაზინოსა და მაგიდის თამაშები.

კომპანია "ბეთსოლუშენსი" აცხადებს ვაკანსიას C#/.NET დეველოპერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის შიდა პროექტებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება/განვითარება;
** ვებ-აპლიკაციების შექმნა/განვითარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** C# დაპროგრამების ენის ცოდნა;
** ASP.NET MVC, Web API მუშაობის გამოცდილება;
** MS SQL-ის ცოდნა;
** HTML, CSS, Bootstrap-ის ცოდნა;
** Javascript, jQuery-ის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

** რამდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
** გუნდურობა;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

სამუშაო პირობები: სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-19:00;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელფოსტის მისამართზე: hr@betsolutions.com; წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "C#/.NET Developer".

გაცნობებთ, რომ გამოგზავნილი სივი ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში, თქვენთან შესაძლო სამომავლო შრომითი ურთიერთობის მიზნით. სივის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოხსენებულზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |