www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 23 ივლისი / განცხადების ვადა: 21 აგვისტო

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. "KTW ჯგუფის" მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. "KTW ჯგუფი" ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე

მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სოციალური პლატფორმების მართვისა და კვლევის საბაზისო ცოდნა;
** გამართული, შემოქმედებითი წერის უნარი;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** მინიმუმ ორი რეკომენდატორის მითითება;

ფუნქცია-მოვალეობები:

** სოციალური ქსელების გვერდის მართვა და ადმინისტრირება, Ad Manager მართვა;
** სოციალური მედიის სტრატეგიის გაწერა და აღსრულება;
** კონტენტის შექმნა და მართვა;
** მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით, საინტერესო თემების გამოვლენა და შემდგომ განთავსება კომპანიის ვებ/ გვერდზე.
** კომპანიის სიახლეების შესახებ ინფორმაციის განთავსება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებული;
** კრეატიულობა;
** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2020 წლის 21 აგვისტო;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ. ფოსტაზე: hr@ktw.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სოციალური მედიის მენეჯერი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |