www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: 3D პრინტერის ოპერატორი
მომწოდებელი: ზარაფხანა
გამოქვეყნდა: 23 ივლისი / განცხადების ვადა: 22 აგვისტო

"ზარაფხანა" არის ქართული საიუველირო კომპანია, რომელიც ქმნის, აწარმოებს და ყიდის საიუველირო ნაკეთობებსა და სუვენირებს. 80 წლის წინ შექმნილი კომპანია დღემდე ინარჩუნებს და ავითარებს მრავალსაუკუნოვან საიუველირო მემკვიდრეობას.

"ზარაფხანა" არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მწარმოებელი საიუველირო ნაკეთობებისა და უპირობო ლიდერი ბაზარზე.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ კომპანიის ოფიციალური ვებ გვერდზე: http://www.zarapxana.ge

საიუველირო კომპანია "ზარაფხანა" აცხადებს ვაკანსიას 3D პრინტერის ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა, ქ. თბილისი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ნაკეთობების დიზაინის აწყობა, 3D მოდელირება (Rhinoceros ან სხვა)
** აწყობილი ფაილების 3D პრინტერზე გაშვება

დამატებითი ინფორმაცია:

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@zarapxana.ge და გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

საიუველირო კომპანია "ზარაფხანა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

საიუველირო კომპანია "ზარაფხანაში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ზარაფხანას მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |