www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ნედლეულის საწყობის ზედამხედველი
მომწოდებელი: იბერია რეფრეშმენტსი
გამოქვეყნდა: 23 ივლისი / განცხადების ვადა: 24 აგვისტო

სს "იბერია რეფრეშმენტსი" პეპსი-კოლას ოფიციალური ბოთლერი საქართველოში​ აცხადებს ვაკანსიას პოზოციაზე: ნედლეულის საწყობის ზედამხედველი.

განაცხადის შეტანის კრიტერიუმი: ყველა კვალიფიციური და დაინტერესებული კანდიდატი
სამუშაოს დაწყების თარიღი: რაც შეიძლება სწრაფად
ხელშეკრულების ხანგრძლივობა: მუდმივი, საგამოცდო ვადით
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ორხევი, თეთრი ჰესის დასახლება

ჩვენ ვართ "იბერია რეფრეშმენტსი" - "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში. კომპანიის ბრენდებია: პეპსის სრული ასორტიმენტი (Pepsi, 7UP, Mirinda), ენერგეტიკული სასმელი "Max Power", ლიმონათი "Iberia". კომპანია ახორციელებს ადგილობრივ წარმოებას და დისტრიბუციას.

სამუშაოს მოკლე აღწერა:

აღნიშნული სამუშაო უზრუნველყოფს ნედლეულის საწყობის სანდო და ეფექტურ ფუნქციონირებას, ამავდროულად, შესაბამისობაშია ყველა შიდა თუ გარე რეგულაციასთან. პასუხისმგებელია საქონლის მიღება-ჩაბარებაზე, დასაწყობებაზე და დისპეჩერიზაციაზე უსაფრთხოდ და ეფექტიანად ბიზნეს ოპერაციებისა და მომხმარებლის მოთხოვნის გათვალისწინებით. უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს რომლებსაც აქვთ ავტომტვირთავზე მუშაობის გამოცდილება, თუმცა, ჩვენ მზად ვართ ვასწავლოთ ადგილზე.

ნედლეულის საწყობის ზედამხედველს საჭიროების შემთხვევაში, უნდა შეეძლოს შაბათ-კვირას მუშაობა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა, შრომის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის პროცედურების გათვალისწინებით;
** საქონლის მიღება-ჩაბარების, დასაწყობების და დისპაჩირების პროცესების დაგეგმვა, კოორდინაცია და ორგანიზება;
** ინვენტარიზაციის ზედმიწევნით შესრულება, ინვენტარის დონის კონტროლი საქონლის ფიზიკურად დათვლითი სამუშაოების ჩატარების გზით;
** სანდო და საიმედო დოკუმენტბრუნვის წარმოება საწყობში ყველა შემავალ და გამავალ საქონელთან დაკავშირებით, მათ შორის მარაგების/საქონლის ეტიკეტირებასთან დაკავშირებული პროცესების მართვა;
** სასაწყობე სივრცის ეფექტური და შედეგიანი გამოყენების უზრუნველყოფა;
** ჯანმრთელობისათვის ან/და გარემოსათვის საშიში/მავნე ნივთებისა და ინვენტარის დასაწყობების უზრუნველყოფა სტანდარტის შესაბამისად;
** საწყობში არსებული მოწყობილობებისა და აღჭურვილობების სათანადო პირობებში შენახვა და მოვლა;
** სუფთა და მოწესრიგებული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა ოპერაციების ეფექტურობის მხარდასაჭერად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** კარგი კომპიუტერული უნარები, განსაკუთრებით, MS Word, Excel;
** ინგლისური ან/და რუსული ენების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** ავტომტვირთავის მართვის გამოცდილება იქნება პლუსი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, შრომისუნარიანობა.

სპეციფიური ფიზიკური მოთხოვნები:

** რეგულარულად მოეთხოვება ტვირთების აწევა და გადაადგილება (10-50 კგ-მდე);
** ხშირად მოეთხოვება ფეხზე დგომა, სიარული, დახრა;
** კარგი მხედველობის უნარები.

აპლიკაციის შემოტანის პროცედურები: ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@pepsi.ge. პოზიციის დასახელება "ნედლეულის საწყობის ზედამხედველი" უნდა იყოს მითითებული მეილის სათაურში ("subject"-ში) დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აპლიკაციის შემოტანის საბოლოო ვადა: 24.08.2020



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |