www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: Global Beer Georgia
გამოქვეყნდა: 23 ივლისი / განცხადების ვადა: 22 აგვისტო

"გლობალ ბიერ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე თბილისში.

Global Beer Georgia (GBG) ქართული ლუდის ბაზრის ინოვაციური და წამყვანი მოთამაშეა. კომპანია წარმართავს ოპერაციების სრულს პროცესს, რაც გულისხმობს: ლუდის წარმოებას, მარკეტინგს და გაყიდვებს. კომპანიების ბრენდებია: აისი, კაიაკი, ყაზბეგი, შავი ლომი, კრუშოვიცე, ამსტელი; ჰეინეკენი, და ლიმონათი "ყაზბეგი". GBG საერთაშორისო კომპანია ჰეინეკენის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. კომპანიის მიზანია ადგილობრივი ლუდის ინდუსტრიის და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანა.კომპანიის განვითარება დამოკიდებულია ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმზე. ჩვენ ვაცნობიერებთ ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და გთავაზობთ, დასაქმდეთ მზარდ და განვითარებად კომპანიაში, შეიქმნათ სრულფასოვანი კარიერა და თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოს ლუდის და გაზიანი გამაგრილებელი სასმელების ინდუსტრიის განვითარებაში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობიდან პროდუქციის გამოტანა და თაროებზე განთავსება;
** მოწოდებული პლანოგრამით პროდუქციის წარმოჩენაზე ზრუნვა;
** პროდუქციის ფასის და ვადების კონტროლი;
** სარეკლამო მასალების ეფექტური გამოყენება;
** პროდუქციის ვარგისიანობის კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
** რეპორტინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება მერჩენდაიზინგის, კონსულტანტის, გაყიდვების, მარკეტინგის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (Microsoft Office)

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სწრაფი ათვისების და ადაპტაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის და დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@globalbeergeorgia.com; ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შპს "გლობალ ბიერ ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |