www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ნიუ ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 23 ივლისი / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალს" -ი აცხადებს ვაკანსიას ექთნის თანამდებობაზე საოპერაციოში.

ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. #12

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო სპეციალიზებული განათლება, პროფესია - ექთანი/ მედდა;
** საოპერაციო განყოფილებაში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** გაიდლაინების მიხედვით მუშაობა;
** შიდა სამუშაო პროტოკოლების დაცვა;
** პოსტოპერაციული პაციენტის მოვლა;
** ექიმის დანიშნულებების შესრულება.

პიროვნული თვისებები:

** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი
** გულისხმიერება
** ორგანიზებულობა
** აკურატულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (СV) 20.08.2020-მდე ელ. მისამართზე vacancy@newhospitals.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |