www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: ბელჰაუსი
გამოქვეყნდა: 24 ივლისი / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

კომპანია "ბელჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას ავეჯის შოურუმის მენეჯერის თანამდებობაზე.

კომპანია "ბელჰაუსი" წარმოადგენს ევროპაში წამყვანი ავეჯის ქარხნების ნაწარმის ექსკლუზიურ იმპორტიორს საქართველოში. კომპანია "ბელჰაუს"-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება თბილისსა და ბათუმში, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიური სამუშაო პროცესის მართვა. თანამშრომლების კოორდინაცია და მაღაზიაში მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა.
** გაყიდვების ზრდის მიზნით სხვადასხვა შესაბამისი აქტივობის დაგეგმვა, დამუშავება, განხორციელება.
ასორტიმენტის განვითარება.
** მარაგების მართვა. მარაგების რეგულარული კონტროლი და შედეგების მიხედვით შესყიდვის დაგეგმვა.
** ლოიალური კლიენტების გამოვლენა და მათთან მუშაობის გაგრძელება.
** კლიენტის დაკვეთის შესრულების ორგანიზება და კოორდინაცია.

მოთხოვნები:

კომპიუტერული უნარები: MS Office; Windows; 1 C.

კომპეტენციები:

** სასურველია ავეჯის გაყიდვებში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** სამუშაოს დაგეგმვისა და პროცესის მართვის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირება;
** შედეგზე ორიენტირება.

ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე კვირაში, 11:00-დან 20:00 საათამდე. შაბათი დღე გარკვეული პერიოდით, სარეკლამო აქტივობის პერიოდში.

საკონკურსო პირობები:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@belhouse.ge და სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მაღაზიის მენეჯერი".

კონკურსის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 20.08.2020.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |