www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მიმღები/ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ეიდიესეს პრინტი
გამოქვეყნდა: 24 ივლისი / განცხადების ვადა: 23 აგვისტო

"ADSS Print"-ი აცხადებს ვაკანსიას მიმღები/ოფისის მენეჯერის პოზიციაზე

მოთხოვნები:

** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;
** დოკუმენტაციასთან და კორესპონდენციასთან მუშაობის ცოდნა;
** ოფისის საქმიანობის ადმინისტრირების მაღალ დონეზე ცოდნა;
** საქმიანობის ორგანიზების უნარი და ცოდნა;
** დროის სწორი განაწილების და საქმიანობებისთვის პრიორიტეტის სწორად მინიჭების უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა;
** დისციპლინირებულობა და ორგანიზებულობა;
** სტრესული სიტუაციების მიმართ მდგრადობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ფუნქციები და მოვალეობები:

** შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის და დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
** საოფისე ტექნიკის სწორად მოხმარების და მისი რაციონალურად გამოყენების კონტროლი;
** ადმინისტრაციის და მენეჯმენტის დროის ორგანიზება: შეხვედრების დანიშვნა, გადადება ან/და გაუქმება;
** მითითებული ინფორმაციის გავრცელება ორგანიზაციის შიგნით ან/და გარეთ;
** შემოსული მომხმარებლის დახვედრა და მათი მიმართვა;
** საჭიროების მიხედვით გასაგზავნი წერილების შედგენა/კორექტირება;
** საჭირო ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა წყაროებიდან;
** საოფისე-საკანცელარიო და სხვა ნივთების კონტროლი, შესყიდვები და ანგარიშსწორება;
** ბიზნეს შეხვედრების ორგანიზება;
** მიწოდებული ტექსტის დაბეჭდვა ან/და ქსეროასლების გადაღება.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელ-მისამართზე: gm@adssprint.com.ge

რეზიუმე ფოტოს გარეშე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |