www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ენერგო მომარაგების სპეციალისტი
მომწოდებელი: სერვის ნეტ გრუპი
გამოქვეყნდა: 24 ივლისი / განცხადების ვადა: 23 აგვისტო

შპს "სერვის ნეტ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ენერგო მომარაგების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო აღწერილობა:

** საკომუნიკაციო სადგურებში ელ.გაყვანილობის მონტაჟი/დემონტაჟი;
** საკომუნიკაციო სადგურებში ანძებზე, სასერვეროებში, ელ.მოწყობილობების (გამმართველები, ups, invertor)მონტაჟი/დემონტაჟი;
** Lte საიტებზე კვების ავარიული გათიშვის შემთხვევაში სწრაფი რეაგირება. მოძრავი გენერატორების მიტანა/ჩართვა;
** გარე კარადებში (ONU, DSL 2+) გამმართველების და აკუმულატორების მონტაჟი/დემონტაჟი;
** საკომუნიკაციო სადგურებში, ანძებზე, გარე კარადებზე, Lte სადგურებზე და ელ.გამანაწილებლებზე პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება;
** საკომუტაციო სადგურებში აკუმულატორების მონტაჟი;
** გენერატორების მეთვალყურეობა (საწვავის, ანტიფრიზის, აკუმულატორების და ავარიული ალარმების კონტროლი);
** ელ.მოწყობილობებზე პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება;
** Lte და დაკეტილ საკომუნიკაციო სადგურებში დენის გათიშვის შემთხვევაში მოძრავი გენერატორების ტრანსპორტირება და ჩართვა;
** კვების გათიშვის შემთხვევაში Energo-pro-სთან ან თელასის წარმომადგენლებთან ურთიერთობა;
** Lte სადგურებზე შსს კამერების, დაზიანებული ups-ების, კვების ბლოკების და ინვენტორების შეცვლა. გარე ელ.ქსელის დაზიანებული ელ.სადენების შეცვლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული მახასიათებლები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია უმაღლესი განათლება ენერგეტიკის სფეროში;
** სასურველია კომპიუტერული პროგრამების დამაკმაყოფილებელი ცოდნა;
** დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის კულტურა;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: vacancy@servicenetgroup.ge 2020 წლის 23 აგვისტოს ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |