www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი - გერმანულენოვანი
მომწოდებელი: Envirotech
გამოქვეყნდა: 24 ივლისი / განცხადების ვადა: 23 აგვისტო

საერთაშორისო კომპანია "Envirotech"-ის ქართული ფილიალი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების გერმანულენოვანი წარმომადგენლის პოზიციაზე.

"Envirotech" საერთაშორისო კომპანიაა, რომლის ფილიალი საქართველოში ოთხ წელიწადზე მეტია, რაც ფუნქციონირებს. ქართული ფილიალის გახსნისას ჩვენი ამოცანა ქვეყანაში დინამიური, მაღალანაზღაურებადი და პროფესიონალური სამუშაო გარემოს შექმნა იყო და უკვე თამამად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ წარმატებით მივაღწიეთ ამ მიზანს. კომპანიის ოპერაციული არეალი მოიცავს ონლაინ გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებებს.

ამჟამად, ვეძებთ თანამშრომელს ჩვენი ქოლ-ცენტრის გერმანულენოვანი განყოფილებისათვის, რომლის მთავარი ამოცანაც კომპანიის გერმანულენოვან კლიენტებთან კომუნიკაციის წარმოება და ჩვენი მომსახურებით დაინტერესებაა.

მოთხოვნები:

** გერმანული ენის ცოდნის მაღალი დონე;
** გაყიდვების წარმოების, კომუნიკაციის დამყარებისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარები;
** დროის მართვისა და ორგანიზების უნარები;
** შედეგებზე ორიენტირებული მიდგომა;
** სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო;
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო.

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალ ხელფასსა და ბონუსებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საუკეთესო სამუშაო გარემოს თბილისის ცენტრში;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** დარგის სპეციალისტების მიერ ჩატარებულ ტრენინგებს;
** მრავალფეროვან ღონისძიებებს და აქტივობებს, მოგზაურობასა და კორპორატიულ წვეულებებს.

სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი.
სამუშაო საათები: 12:00-დან 21:00-მდე (ამ დროში შედის ერთსაათიანი შესვენება).

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr-envirotech@envirotech.ge და სათაურის ველში ჩაწეროთ "გაყიდვების გერმანულენოვანი წარმომადგენელი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |