www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: XS სათამაშოები
გამოქვეყნდა: 24 ივლისი / განცხადების ვადა: 10 აგვისტო

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "Xs სათამაშოები" 2013 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, აერთიანებს 6 საფირმო მაღაზიას, რომელთაგან ხუთი თბილისში, ერთი კი ბათუმში მდებარეობს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი სათამაშოების მწარმოებელი კომპანიების პროდუქციას, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის ბავშვისთვის.

"Xs სათამაშოები" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე, ქალაქ თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** შესყიდვების დაგეგმვა კატეგორიის მიხედვით;
** მუშაობა პროდუქციის შესაბამისობაში მოსაყვანად სახელმწიფო რეგულაციების მიმართ;
** პროდუქციის ასორტიმენტის ფორმირება და მართვა;
** მომხმარებელთან და მომწოდებელთან ურთიერთობების განვითარება;
** პროდუქციის შეკვეთების მომზადება;
** პროდუქტის ფასის განსაზღვრა შესაბამისი ფინანსური მომგებიანობის გათვალისწინებით;
** გაყიდვების ყოველდღიური მონიტორინგი;
** მაღაზიებში მარაგების ეფექტური გადანაწილების დაგეგმვა/კონტროლი;
** მაღაზიის თანამშრომლებთან მუდმივი კონტაქტი მოთხოვნად პროდუქციასთან და სხვა დეტალებთან დაკავშირებით;
** გაყიდვების და მარკეტინგის დეპარტამენტთან ერთად ყველა ტიპის აქციების ეფექტური დაგეგმვა;
** კონკურენტების ასორტიმენტისა და ფასების ყოველკვირეული ანალიზი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით)
** სასურველია შესყიდვებში მუშაობის გამოცდილება იმპორტის მიმართულებით;
** აუცილებელია ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** კარგი ანალიტიკური უნარები;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ინიციატივიანი;
** შედეგზე ორიენტირებული.

პირობები:

** სამუშაო დღეები/სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:00
** ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, იოსებიძის ქ. 49.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://hr.palitra.ge/vacancy/0xae3d005056a2625311eab6d039e3bdbb და შეავსეთ განაცხადი 2020 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |