www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგული ინვენტარის გადამზიდავი
მომწოდებელი: იბერია რეფრეშმენტსი
გამოქვეყნდა: 24 ივლისი / განცხადების ვადა: 24 აგვისტო

სს "იბერია რეფრეშმენტსი" პეპსი-კოლას ოფიციალური ბოთლერი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგული ინვენტარის გადამზიდავის პოზიციაზე.

განაცხადის შეტანის კრიტერიუმი: ყველა კვალიფიციური და დაინტერესებული კანდიდატი
სამუშაოს დაწყების თარიღი: რაც შეიძლება სწრაფად
ხელშეკრულების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება საგამოცდო ვადით
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ორხევი, თეთრი ჰესის დასახლება

ჩვენ ვართ იბერია რეფრეშმენტსი - პეპსიკოს ოფიციალური ბოთლერი საქართველოში. კომპანიის ბრენდებია: პეპსის სრული ასორტიმენტი (Pepsi, 7UP, Mirinda), ენერგეტიკული სასმელი "Max Power", ლიმონათი "Iberia". კომპანია ახორციელებს ადგილობრივ წარმოებას და დისტრიბუციას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მფლობელობაში არსებული სხვადასხვა მარკეტინგული მოწყობილობების, ინვენტარის (მაცივარი, ქოლგა მაგიდა, სკამები და სხვა) დადგენილ მისამართზე მიტანა, წამოღება ან/და გადაადგილება მისამართებზე;
** მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება, ჩაბარება შესაბამის განყოფილებასთან;
** ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა, მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება
** B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა
** სასურველია ჰქონდეს C კატეგორიის მართვის მოწმობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, შრომისუნარიანობა
** ფიზიკური დატვირთვით მუშაობის უნარი

აპლიკაციის შემოტანის პროცედურები: ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@pepsi.ge. პოზიციის დასახელება "მარკეტინგული ინვენტარის გადამზიდავი" უნდა იყოს მითითებული მეილის სათაურში ("subject"-ში) დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აპლიკაციის შემოტანის საბოლოო ვადა: 24.08.2020



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |